ავტოსპორტი: უმცროსი შუმახერის დუბლი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა, მიკ შუმახერმა გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა იტალიურ ფორმულა 4-ში. მიზანოში გამართულ სადებიუტო რბოლაში, უმცროსმა შუმახერმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, მაგრამ უკვე მეხუთე წრეზე ლამაზი მანევრი შეასრულა და გვერდი აუარა პოულის მფლობელს მარკოს ზიბერტს.

ამის შემდეგ, "პრემას" პილოტს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. უახლოეს მდევარს რაულ გუზმანს გერმანელმა ორ წამზე მეტი მოუგო.

იმავე დღეს, მეორე რბოლა წვიმაში ჩატარდა. პილოტებმა სტარტი უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში აიღეს.

ასეთი რთული პირობების მიუხედავად, მიკ შუმახერი დომინირებდა ტრასაზე, მთელი დისტანციის განმავლობაში
ლიდერობდა და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული