
"მამაჩემი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი. ჩემთვის ის - საუკეთესოა. ის ჩემი კერპია. და მეც ვისწრაფვი იმისკენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე", - განაცხადა მიკმა.
უმცროს შუმახერთან თანამშრომლობით დაინტერესებულია როგორც "მერსედესი", ასევე "ფერარი". მაგრამ გერმანელი არ ჩქარობს რომელიმე საჯინიბოსთვის უპირატესობის მინიჭებას: "დღეს მე შემიძლია ვიმოქმედო საკუთარი მოსაზრებით, მაგრამ შევხედავთ, მომავალში როგორ
ფორმულა 4-ისა და ფორმულა 3-ის მანქანების შედარებისას, მიკმა აღნიშნა: "თუ შევაფასებთ მაქსიმალურ სიჩქარეს, სხვაობა დიდი არ არის - ფორმულა 4-ის მანქანაც ძალიან სწრაფია. სხვაობა სიჩქარეში შესამჩნევია მოსახვევებში, რის გამოც, ფორმულა 3-ის მანქანა წრეს 10-12 წამით უფრო სწრაფად გადის.
ამ სეზონში მინდა პროგრესი გავაგრძელო, ბევრი რამ ვისწავლო და იმედია, ახალბედებს შორის საუკეთესო გავხდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"