გეორ-გია შანხაის დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ტურს ქართული წყვილი გეორ-გია მესამე ეტაპიდან გამოეთიშა. ჩვენი ფრენბურთელები, რომლებიც ტურნირზე მე-14 ნომრად არიან განთესილნი მე-13 ნომერ ბრაზილიურ დუეტ ჰარლი-ტიაგოსთან დამარცხდა სამ სეტში - 17:21, 21:18, 14:16.

საბოლოოდ "გეორ-გიამ შანხაის ტურნირი მე-19 ადგილზე დაამთავრა და 120 სარეიტონგო ქულა მოიპოვა.
წარუმატებლად აიღო სტარტი ქალთა წყვილმა საქა-რთველომ, რომელმაც პირველი მატჩი შვეიცარიელ დუეტ კუნ-ცმუკერთან წააგო - 1:2 (21:16, 16:21, 9:15). მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ფრენბურთელებმა ნაკლებად ცნობილი პოლონირი დუეტი კოლოსინსკა-ბროზტეკი დაამარცხა - 2:0 (21:19, 21:13).

დღეს
საქა-რთველო ფინელ დებ ნისტრიომებს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული