ეს იყო მსოფლიოს ტურის რიგით მე-14 ეტაპი და აქამდე გამარჯვებას მხოლოდ ბრაზილიელი ან ამერიკელი ფრენბურთელები აღწევდნენ, ამჯერად კი ეს ტრადიცია დაირღვა, რადგან მაროკოში ფინალური წყვილი ჰოლანდიისა და გერმანიის დუეტებმა შეადგინეს.
ფავორიტად გერმანელები - ჟულიუს ბრინკი და იონას რეკერმანი ითვლებოდნენ. ისინი აქ პირველ ნომრად იყვნენ განთესილები, გარდა ამისა, 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, წელს კი პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რაც
წინასამატჩო პროგნოზებს ისიც ამყარებდა, რომ გერმანული წყვილი ჰოლანდიურს ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებდა.
მაგრამ ჰოლანდიელებმა ყველანაირი პროგნოზი თავდაყირა დააყენეს. ურთულეს ბრძოლაში 22:20 მოგებული პირველი სეტის შემდეგ, ნუმერდორმა და შუილმა პაუზა აიღეს და მეორე სეტი 16:21 წააგეს, სამაგიეროდ, მესამე სეტში დამაჯერებლად 15:11 გაიმარჯვეს და 2011 წლის მსოფლიო ტური მოულოდნელი გამარჯვებით დახურეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"