მეოთხედფინალურ შეხვედრებში, ქალებსა და ვაჟებს შორის ოთხ-ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელმა ორ-ორი ნახევარფინალისტი დუეტის ვინაობა გამოავლინა.
ქალთა შორის შეჯიბრებაში მატჩები ლოგიკურად წარიმართა და ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა.
პირველ ნომრად განთესილმა ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ბრაზილიურმა წყვილმა ლარისა-ჯულიანამ მე-20 ნომრად განთესილი ჰოლანდიელები მეპელინკი და ვან გესტელი დაამარცხა - 2:0 (21:10, 21:17).
შეხვედრა ანშლაგის თანხლებით, 15 ათასი მაყურებელის თანდასწრებით წ
ზედ ოლიმპიადის დაწყების წინ ლარისამ მუხლი დაიშავა და მის ნაცვლად ჟულიანას ანა პაულა კონელი შეუწყვილდა. მაშინ ბრაზილეილებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ანა პაულა პლაჟბურთს გამოეთხოვა, ჯულიანა კი ისევ ლარისასთან ერთად ასპარეზობს და პირველობის უმთავრესი კანდიდატები არიან.
"ჩვენმა ჰოლანდიელმა მეტოქეებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე სეტში. თამაშისას გარკვეული შეცდომები დავუშვით და ანგარიშში ჩამოვრჩით, თუმცა მერე ძალების მოკრება შევძელიტ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ.
ბლოკირებაზე ცუდად ვითამაშე, თუმცა ლარისამ ბევრჯერ დამაზღვია, შეტევაშიც შესანიშნავად გაისარჯა. გამოჩნდა, რომ ბლოკის თამაში მაქვს დასამუშავებელი. დღეს საღამოს რვა საათისთვის კორტზე დავბრუნდები და ვივარჯიშებ" - თქვა ნამატჩევს ჯულიანამ.
სხვა შეხვედრებში მე-8 ნომრად განთესილმა გერმანულმა დუეტმა გოლერი-ლუდვიგი ორ სეტში დაამარცხა მე-12 ნომრად განთესილი თანამემამულეები ჰოლტვიკი-სემლერი - 21:16, 21:15.
ლარისა-ჯულიანას მეტოქე ნახევარფინალში მე-4 ნომრეად განთესილი ამერიკული წყვილი კესი-როსი იქნება, რომელმაც მეოთხედფინლში მე-11 ნომრად განთესილი შვეიცარიელები კუნი და ცმუკერი დაამარცხა - 2:0 (21:15, 21:19).
ქალთა შეჯიბრების კიდევ ერთი ფავორიტი, პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულები მეორე ნომარად განთესილი ამერიკელები მეი და ველში მეოთხედფინალურ შეხევდრას დღეს გამართავენ. მათი მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი ჰოლანდიური დუეტი ვან იზრაელი-კეიზერი იქნება.
სენსაციურად დასრულდა მეოთხედფინალური შეხვედრების პირველი დღე ვაჟთა შორის ტურნირში. ამ ეტაპიდან გათამაშებას გამოეთიშა პეკინის ოლიპიადის ჩემპიონი, მე-2 ნომრად განთესილი ამერიკული წყვილი როჯერს-დალჰაუზერი. ოკეანისგაღმელები შინ მე-13 ნომრად განთესილმა, ნაკლებად ცნობილმა იტალიურმა დუეტმა ნიკოლაი-ლუპომ გაისტუმრა - 2:0 (21:17, 21:19).
"დაუჯერებელია, ფანტასტიკურია! შესანიშნავად ვიტამაშეთ. უძლიერესი მეტოქე გვყავდა, მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომეთ, წამითაც არ მოგვიდუნებია ყურადღება და გავიმარჯვეთ.
ეს ოლიმპიადა იტალიური პლაჟბურთისთვის უკვე ისტორიულია. ამ სახეობაში ოლიმპიადაზე მონაწილე პირველი იტალიური წყვილი ვართ და პირველივე ცდაზე ოლიმპიური ჩემპიონები დავამარცხეთ" - თქვა პრესკონფერენციაზე ნიკოლაიმ.
როჯერსისა და დალჰაუზერის გათამაშებიდან გამოთიშვამ ოქროს მედლებისკენ გზა გაუხსნა ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიურ წყვილს ემანუელ-ელისონს, რომელიც მეოთხედფინალში მე-8 ნომრად განთესილ გერმანელებს ერდმანს და მატიშიკს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"