პირველად 32 წლის შემდეგ - ფინალი აშშ-ს გარეშე

AutoSharing Option
კაცთა შორის ფრენბურთის ტურნირი პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულის, აშშ-ს ნაკრების გარეშე გრძელდება.

სამაგიეროდ ნახევარფინალში გააღწიეს ბრაზილიისა და რუსეთის ნაკრებებმა, რომელბიც შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები იყვნენ.

რუსეთის ნაკრებმა კი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ ფინალში გასვლა პირველად შეძლო. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მეტოქე ბულგაერეთის ეროვნული გუნდი გახლდათ, რომელსაც ნახევარფინალში არავინ ელოდა.

რუსებმა თამში ომახიანად დაიწყეს და პირველი ორი სეტი, როგორც ფავორიტს შეეფაერებოდა, საკმაოდ იოლად 25:21, 25:15 მოიგეს. მერე, როგორც ჩანს გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს, ოდნავ მოეშვნენ და მესამე სეტში ბულგარელებმა, რომლებსაც დასაკარგი
აღარაფერი ჰქონდათ, მეტოქე 25:23 დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრები გონს დროულად მოეგო. მართალია მადაზე მოსული ბულგარელების წინააღმდეგობის გაწევა ამჯერად გაუჭირდათ, მაგრამ ორი ქულით მეტის აღება მაინც მოახერხეს - 25:23.

ვლადიმირ ალეხნო, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ყოველ წელიწადს ერთი და იგოვე ხასიათის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვექცევით, რომელსაც წარმატების მიღწევის ისტერიას დავარქმევდი. ეს მუდამ მძიმე ტვირთად გვაწვება, ვფრთხილობთ, რომ ბევრი შეცდომები არ დავუშვათ.

დღევენდელ მატჩში ყველა, თორმეტივე მოთამაშე გამოვიყენეთ, ვინაიდან ასეთ დაძაბულ ბრძოლაში მთელი მატჩის განმავლობაში მოედნზე ყოფნა ძალიან ძნელია. ახლა კარგი შანსი მოგვეცა ბოლსოდაბოლოს ოქროს მედლისთვის ვიბრძოლოთ და ყველაფერს ვიღონებთ ჩვენი ქომაგების გასახარებლად."


ნაიდენ ნაიდენოვი, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ეს იყო მატჩი, რომელშიც წინსვლა, თამაშის გაუმჯობესების გაგრძელება შეგვეძლო. ვერ ვიტყოდი, რომ რამე ისე არ გამოგვივიდა. მეოთხე სეტში ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. შინ დაბრუნებულებს ვფიქრობ კარგად დაგვხვდებიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებდით და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ.

ლონდონის ოლიმპიური თამაშები კარგად დაგვამახსოვრდება. ჩვენ ნახევარფინალში ვითამაშეთ და ეს დაუვიწყარი შეგრძნება იყო".


რუსების მეტოქე ფინალში ბრაზილიის ნაკრები იქენბა, რომელმაც იტალიის ეროვნული გუნდი სამ სეტში დაამარცხა. სამხრეთამერიკელები, ცხადია, ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იტალიელთა ასეთი, თამამად შეიძლება ითქვას უსუსური თამაში, ყველასთვის მოულოდნელი იყო.

პირველ სეტში "სკუადრა აძურას" სანამ ძალა ჰყოფნიდა, მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდა და მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით დამარცხდა - 21:25. მეორე სეტში ბრაზილიელების უპირატესობა იმდენად აშკარა გახდა, რომ სეტის მიწურულისკენ სამხრეთაფრიკელება სალაღობი ფრენბურთის თამაში დაიწყეს, თუმცა მეტოქის 13 ქულის სხვაობით ძლევა მაინც შესძლეს.

მესამე სეტი, როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტი გამოდგა. თავდაპირველად იტალიელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და დაწინაურდნენ, თუმცა ბრაზილეილებმა სწრაფად იპოვეს საკუთარი თამაში და 25:21 გაიმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული