მოედანზე პირველად მესამე ადგილისთვის შეხვედრის მონაწილენი გავიდნენ. "ბაქსვუდმა" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი იოლად - 25:7, 25:18, 25:14 - დაამარცხა.
ფინალური დაპირისპირება კი მეტად დაძაბული გამოდგა. როგორც გახსოვთ, ჯგუფურ ეტაპზე თსუ-ს "ბათუმი" დამარცხებული ჰყავდა, მაგრამ ტურნირის
ტურნირის მსგავსად, მაღალ დონეზე ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალიც. ბაქსვუდის სკოლისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ "ბათუმს" გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მთავარი თასი გადასცა, სამივე პრიზიორი გუნდის წევრები კი შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვა.
გამოვლინდნენ ინდივიდუალურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც: ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელთა კაპიტანი ანა ყიფშიძე დაასახელეს, საუკეთესო თავდამსხმელი ბაქსვუდელი ანი შერმადინი გახდა, საუკეთესო ლიბერო კი - თსუ-ს წევრი ირინა სილინციევა.
ადმინისტრაცია: თუკი დროულ და ობიექტურ ინფორმაციას მოგვაწვდით, საიტზე მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.