თსუ-ს სტუდენტებმა ხელბურთში შეჯიბრი ჩაატარეს

AutoSharing Option
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ კვირას ტარდება ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბი ხელბურთში, სადაც თსუს სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს 16 გუნდი ეჯიბრებოდა. 6 აპრილს გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი "მაჯლაჯუნა" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი "მგლები". ფინალური შეხვედრა გაიმართა 7 აპრილს სპორტ კომპლექს "ქარიშხალა"-ში.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ანგარიშით 11-10 "მაჯლაჯუნების" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ჯავახაძე,
საუკეთესო მეკარე ლექსო მელაძე, საუკეთესო ხელბურთელი თორნიკე ზაალიშვილი.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს სტუდენტურმა თვითმმართველობამ მედლებთან და თასთან ერთად გადასცა ფულადი ჯილდო 300 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 150 ლარი.

თამაშს ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ კაკაბაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე.

სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს ტურნირებს ჩატარებას, ამჯერად სტუდენტები ლაზერლენდში მოსინჯავენ ძალებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული