საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს 16 გუნდი ეჯიბრებოდა. 6 აპრილს გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი "მაჯლაჯუნა" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი "მგლები". ფინალური შეხვედრა გაიმართა 7 აპრილს სპორტ კომპლექს "ქარიშხალა"-ში.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ანგარიშით 11-10 "მაჯლაჯუნების" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ჯავახაძე,
პირველ ადგილზე გასულ გუნდს სტუდენტურმა თვითმმართველობამ მედლებთან და თასთან ერთად გადასცა ფულადი ჯილდო 300 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 150 ლარი.
თამაშს ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ კაკაბაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე.
სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს ტურნირებს ჩატარებას, ამჯერად სტუდენტები ლაზერლენდში მოსინჯავენ ძალებს.