თბილისი ისრაელით იწყებს

AutoSharing Option
სასიამოვნოა, რომ ხელბურთის ევროტურნირები არც წლეულს ჩაივლის ქართული კლუბის გარეშე. ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, უფრო კონკრეტულად კი ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ამჯერადაც საქართველოს ჩემპიონი "სსაუ-თბილისი" წარმოადგენს. პირველ რაუნდში მისი მეტოქე რიშონ ლე ზიონის "ჰაპოელი" იქნება. სავარაუდოდ, განმეორდება ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა და ჩვენი გუნდი ორივე მატჩს გასვლაზე ჩაატარებს. "ჰაპოელი" და "სსაუ-თბილისი" ისრაელში 4 ან 5 და 11 ან 12 სექტემბერს ითამაშებენ.

შეგახსენებთ, შარშან "თბილისმა" ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ერთი ეტაპის გადალახვა შეძლო. პირველ რაუნდში ქართველებმა კვიპროსულ "პაფოსს" აჯობეს, რის შემდეგაც
პორტუგალიურ "ბენფიკასთან" დამარცხდნენ.

"სსაუ-თბილისმა", რომელსაც რევაზ ჭანტურია და მამუკა მჟავანაძე ხელმძღვანელობენ, ევროპის ფედერაციაში საევროტურნირო განაცხადიც წარადგინა: ოთარ ამირანაშვილი, კორნელი ანდრიაძე, ირაკლი ღაღანიძე, ლევან გელაშვილი, ალექსანდრე გონჩაროვი, გიორგი იობაშვილი, ტიტე კალანდაძე, ვანო ქარდავა, აკაკი ყაველაშვილი, გიგა კიკნაძე, ალექსანდრე ლობჟანიძე, უჩა მაისურაძე, ირაკლი თევზაძე, ლექსო წითელიშვილი, ომარ წივწივაძე, ჯუმბერ ხუნჯუა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა წესია მუხლებზე დაჩოქილი სურათის გადაღება. პირველად შევხვდი ასეთ გადაღებულ სურათს. ამის ორგანიზატორს ტვინი არა აქვს. ამაზრზენია.
merabi
11:43 07-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული