სტუ-მ ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც მედლებისთვის ხუთი გუნდი იბრძვის.

ბოლო, მე-4 რაუნდშიც მოასპარეზენი წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. დასკვნით ეტაპზე უკვე გათამაშდა ორი ტური და საქართველოს ჩემპიონიც ვადამდე გამოვლინდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა 28 ქულა მოაგროვეს და, დარჩენილი სამი ტურის მიუხედავად, სხვებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.

გაუწყებთ პირველი ორი ტურის შედეგებს:

I ტური
თსუ-"მერანი"-"ბათუმი" 31:35, სტუ-"იმედი" 46:27.

II ტური
"იმედი"-"ქუთაისი" 35:33, "ბათუმი"-სტუ 22:29.

დღეისთვის ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: სტუ - 28 (517:365), "ბათუმი" - 19 (493:335), თსუ-"მერანი" - 13 (438:408),
"იმედი" - 8 (436:523), "ქუთაისი" - 0 (316:455).

დარჩენილ სამ ტურში ითამაშებენ:

22 მაისი. "მერანი"-"ქუთაისი", "იმედი"-"ბათუმი".
23 მაისი. "მერანი"-"იმედი", სტუ-"ქუთაისი".
24 მაისი. "ქუთაისი"-"ბათუმი", თსუ-"მერანი"-სტუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული