ბოლო, მე-4 რაუნდშიც მოასპარეზენი წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. დასკვნით ეტაპზე უკვე გათამაშდა ორი ტური და საქართველოს ჩემპიონიც ვადამდე გამოვლინდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა 28 ქულა მოაგროვეს და, დარჩენილი სამი ტურის მიუხედავად, სხვებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.
გაუწყებთ პირველი ორი ტურის შედეგებს:
I ტური
თსუ-"მერანი"-"ბათუმი" 31:35, სტუ-"იმედი" 46:27.
II ტური
"იმედი"-"ქუთაისი" 35:33, "ბათუმი"-სტუ 22:29.
დღეისთვის ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: სტუ - 28 (517:365), "ბათუმი" - 19 (493:335), თსუ-"მერანი" - 13 (438:408),
დარჩენილ სამ ტურში ითამაშებენ:
22 მაისი. "მერანი"-"ქუთაისი", "იმედი"-"ბათუმი".
23 მაისი. "მერანი"-"იმედი", სტუ-"ქუთაისი".
24 მაისი. "ქუთაისი"-"ბათუმი", თსუ-"მერანი"-სტუ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"