როგორც შევიტყვეთ, ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ორთაბრძოლის რეპორტაჟს 20:45 საათიდან გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ხელბურთელ ვაჟთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი 24 გუნდის მონაწილეობით ყატარში გაიმართება. ამ შეჯიბრებაზე ევროპას 12 ადგილი აქვს გამოყოფილი (მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დასკვნით რაუნდში პირდაპირ არის დაშვებული).
სამ საგზურს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის (იანვარი, დანია) მედალოსნები დაიბევებენ. დარჩენილი 9 ვაკანტური ადგილისთვის იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე (ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია,
მათ დაემატება საუკეთესო რეიტინგის მქონე გერმანია და პირველი ეტაპის ხუთი გამარჯვებული. ამ უკანასკნელთ კი შესარჩევი ტურნირი გამოავლენს.
კონტინენტის 20 ქვეყნის წარმომადგენლები ოთხ-ოთხგუნდიან ხუთ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პირველ ჯგუფში ერთადერთი საგზურისთვის საქართველო ლიტვას, ფინეთსა და თურქეთს დაუპირისპირდება.
ამ ასპარეზობისთვის მიზანმიმართული მზადება ჩვენმა ნაკრებმა სექტემბრიდან დაიწყო სერბი სპეციალისტის - ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით. 26 ოქტომბერს საკონტროლო შეხვედრაც გამართა უკრაინელებთან, წუხელ საღამოს კი ბალტიისპირეთში ჩაფრინდა.
30 ოქტომბერს საქართველოს გუნდი ლიტვას ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: შოთა თევზაძე ("სტიინტა ბაკაუ", რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (სტუ), ლევან ბერძენიშვილი (სტუ), გიორგი გვაზავა (სტუ), რატი მსხვილიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე (უგუნდო), უჩა გამზარდია (ბათუმი), სერგო დათუკაშვილი ("ას სადი", ლიბანი), ირაკლი ჩიქოვანი ("ტიმოშიორა", რუმინეთი), ვლადიმერ რუსია ("სტიინტა ბაკაუ", რუმინეთი), რეზო ჭანტურია ("სტრუმიცა", მაკედონია), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ილია გოგალაძე (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ). მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე.
3 ნოემბერს ქართველი ხელბურთელები ფინელებს 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში დაუხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"