ნორვეგია მეხუთედ

AutoSharing Option

ნორვეგიასა და დანიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ქალებს შორის. ეს ტურნირი 1994 წლიდან ტარდება. წლევანდელი რიგით მეცხრე იყო და მეხუთედ პირველობა ნორვეგიის ნაკრებმა იზეიმა, თანაც ამ გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო გუნდის სახელი.

ნორვეგიამ ეს ტიტული ტორირ ჰერგეირსონის ხელმძღვანელობით მოიგო, რომლისთვისაც ეს პირველი ტრიუმფი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. მანამდე ის ლეგენდარული მარიტ ბრეივიკის ასისტენტის როლს ასრულებდა.


ფინალში ნორვეგიელთა მეტოქე შვედეთის ნაკრები იყო, რომლისთვისაც ეს საუკეთესო მიღწევაა ისტორიაში, მაგრამ ამ გუნდმა უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლო. არადა, ჯგუფურ ეტაპზე შვედეთმა დამაჯერებლად

დაამარცხა მეზობელი - 24:19, თანაც მისსავე მოედანზე. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მეტი გამოცდილება და მტკიცე ნერვები ნორვეგიელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც გახდნენ კიდეც ჩემპიონები.

ფინალი (ჰერნინგი, დანია)
ნორვეგია-შვედეთი 25:20 (10:11)
ნ: ჰარალდსენი (13 სეივი), გრიმსბო - ოლსტადი, ლიოკე (5 გოლი), ნოსტვოლდი (2), ბრეივანგი (3), ჰამერსენგი (5), იოჰანსენი, ფრაფიორდი (1), ლარსენი (1), სულანდი (3), რიეგლჰუტი, მორკი (1), შტანგე, ჰერემი (4).
შ: გრუბსტრიომი (7 სეივი), კაინი (5 სეივი) - ფლონგმანი (3 გოლი), ბოსონი (1), ისლას-ჰელგესონი (1), ვიელ-ფრედენი (1), ტორსტენსონი (3), ვიბერგი, გულდენი (7), ჰელებერგი, ვალტერი, ჰაგმანი, ვალენი (1), იაკობსენი, იუჰანსონი (3).

 


* * *
ტურნირის კიდევ ერთი მასპინძელი - დანიის ნაკრები მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილისთვის მატჩი მან რუმინეთის გუნდთან წააგო. არადა, დანიელებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ზედიზედ ხუთი მოგება, რასაც სამი მარცხი მოჰყვა: ჩერნოგორიასთან, ნორვეგიასთან და ახლა რუმინეთთან.

რუმინეთი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის პოდიუმზე. ამ გუნდს მეტის მიღწევაც შეეძლო, მაგრამ სკანდინავიაში ვერ ჩავიდა. მისი სამი ლიდერი უნგურიანუ, ლეკუშანუ და ამარია, ხოლო ტურნირის მსვლელობისას დაშავდა და ბოლო მატჩებში ვერ ითამაშა მეოთხე ლიდერმა კრისტინ ვერზარუმ.

ევრო 2010-ის საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ნორვეგია; 2. შვედეთი; 3. რუმინეთი; 4. დანია; 5. საფრანგეთი; 6. ჩერნოგორია; 7. რუსეთი; 8. ჰოლანდია; 9. ხორვატია; 10. უნგრეთი; 11. ესპანეთი; 12. უკრაინა; 13. გერმანია; 14. სერბეთი; 15. ისლანდია; 16. სლოვენია.

ევროპის ჩემპიონატების ყველა პრიზიორი:
წელი ოქრო ვერცხლი ბრინჯაო
2010 ნორვეგია შვედეთი რუმინეთი
2008 ნორვეგია ესპანეთი რუსეთი
2006 ნორვეგია რუსეთი საფრანგეთი
2004 ნორვეგია დანია უნგრეთი
2002 დანია ნორვეგია საფრანგეთი
2000 უნგრეთი უკრაინა რუსეთი
1998 ნორვეგია დანია უნგრეთი
1996 დანია ნორვეგია ავსტრია
1994 დანია გერმანია ნორვეგია

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული