16 მარტს ჩვენი ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიემგზავრება. მანამდე კი Sportall.ge ჩვენი გუნდის მეკარეს, ანი ვარდიშვილს ესაუბრა.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტურნირმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეგვმატა, შეგვიძლია ის დადებითად შევაჯამოთ. მან გაგვამთლიანა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშით ვაგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე უნ
ზოგადად, ხელბურთი საქართველოში განვითარებული არაა. 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ძალიან ძლიერი გუნდები იყვნენ ჩამოსულნი, მაგრამ მაშინაც კი იმხელა შედეგი ვაჩვენეთ, რომელიც თითქმის გამარჯვების ტოლი იყო. მას შემდეგ არაერთი შეკრება გვქონდა ისრაელში, აქაც ბევრს ვვარჯიშობდით და პროგრესი აშკარაა.
სავარჯიშო პირობებს რაც შეეხება, ნორმალური პირობები გვაქვს, მაგრამ მთლად ისეთიც არა, როგორც სხვა წარმატებულ გუნდებს. რაც უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ, იმედი მაქვს, მით უფრო მეტად გაგვიუმჯობესებენ პირობებს.
ცალკე გულშემატკივარზეც უნდა ითქვას. მათი გვერდით ყოფნა ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია. ძალიან გვიყვარს ყველა და დიდი მადლობა მათ", - გვითხრა ვარდიშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მონტენეგროში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები 18 მარტს მონტენეგროს, 19-ში კი უკრაინის ნაკრები იქნებიან.