ამერიკული ფეხბურთი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ სპონსორობა გაუწია იმ მოთამაშეთა ტვინის გამოკვლევას, რომლებმაც უკვე დაასრულეს კარიერა. ყველა მოხალისეს გაუკეთეს ინექცია ალცჰეიმერის ავადმყოფობის ადრეული დიაგნოსტიკისთვის.

გამოკვლევა ჩაიტარა 111-მა ყოფილმა ფეხბურთელმა და მათგან 110-ს აღმოაჩნდა ქრონიკული ტრავმატოლოგიური ენცეფალოპატია. ეს ავადმყოფობა შეიძლება გახდეს მეხსიერების დაკარგვის საფუძველი. დღემდე ამ დიაგნოზს სიკვდილის შემდეგ სვამდნენ.

ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ხელმძღვანელობა დიდი ხანი არ აღიარებდა ქრონიკული ტრავმატოლოგიური ენცეფალოპატიის პრობლემას, მაგრამ საზოგადოებისა და სასამართლოს ზეწოლით აღიარა შეცდომა და დათანხმდა - უახლოესი 65 წლის განმავლობაში 20 ათას ყოფილ ფეხბურთელსა და მათ
ოჯახებს, ჯამში გადაუხადოს მილიარდი ევრო. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაზიანების ხარისხზე.

პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამაში ამერიკული ფეხბურთი ჩვეულებრივი ფეხბურთით (სოკერი) შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროებს იხდის ამერუკული ორგანიზაცია? :)
ქუთაისელი
11:08 28-07-2017
0

სიახლეები პოპულარული