ტროი პოლამალუს მილიონდოლარიანი თმა

AutoSharing Option
სპორტულ სამყაროში ასეა მიღებული – ათლეტები გარკვეული თანხით სხეულის ამა თუ იმ ნაწილს თუ ორგანოს იზღვევენ ხოლმე. ჩოგბურთელები – ხელს, ფეხბურთელები – ფეხს, მოკრივეები – თვალს... ანუ, ვისაც რა უზიანდება, იმას უფრთხილდება. თუ გამოიცნობთ, რა დაიზღვია ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ტროი პოლამალუმ?

თმის მოვლის საშუალებათა მწარმოებელმა კომპანიამ, საყოველთაოდ ცნობილმა Procter & Gamble-მა ეროვნულ საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბ "პიტსბურგ სტილერსის" მოთამაშე ტროი პოლამალუს თმა დაუზღვია. პოლამალუ თავისი ვარცხნილობებითა და Head and Shoulders-ის შ
ამპუნების სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობითაა ცნობილი.

მისი წინაპრები სამოადან არიან და ამ კუნძულის აბორიგენთა ადათ-წესით, მამაკაცები თმას საერთოდ არ უნდა იმოკლებდნენ. პოლამალუ წინაპრების ამ ადათ-წესს ზედმიწევნით როდი იცავს – თმა მხოლოდ 2000 წელს მოუშვა, თუმცა ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამერიკული ფეხბურთით გატაცებული 29 წლის კაცის თმის სიგრძე 90 სანტიმეტრს გატოლებოდა.

Procter & Gamble-მა კი ტროის თმა მილიონ დოლარად დააზღვია, თუმც საინფორმაციო საშუალებები არ აკონკრეტებენ, თუ რა უნდა მოუვიდეს პოლამალუს თმას, რათა სადაზღვევო კომპანიამ მის მფლობელს მილიონი დოლარი გადაუხადოს.

მარჩიელობას არ დავიწყებთ და იმასღა დავძენთ, რომ იყო შემთხვევები, როცა მეტოქეები ტროი პოლამალუს თმაში წვდომით აჩერებდნენ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული