ბარაკ ობამა გულუხვი მასპინძელია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მიიღო ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) ჩემპიონი "სენტ ლუის კერდინალსი", რომელმაც მსოფლიო სერიაში დაამარცხა "ტექსას რეინჯერსი". მართალია, მისურის შტატის გუნდმა ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა ტიტული, მაგრამ პლეი ოფის დაწყებამდე ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა სენტლუისელთა წარმატების.

"ჩვენ ბეისბოლის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი გმირობის მოწმენი გავხდით. პლეი ოფში "სენტ ლუისმა" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. გუნდმა ნამდვილი საბრძოლო ხასიათი და ბრძოლის ჟინი გამოავლინა", - განაცხადა თავის სიტყვაში ობამამ.

შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელსაც
იმ დღეს 47 წელი შეუსრულდა. "კერდინალზის" მფლობელმა ბილ დე ვიტმა პრეზიდენტის ოჯახს კლუბის ატრიბუტიკით დამშვენებული სუვენირები გადასცა. მაგალითად, მიშელ ობამას გადასცეს ბეისბოლის ჯოხი.

"უნდა ვაღიარო, რომ შეშფოთებული ვარ ჩემი მეუღლისთვის ასეთი საჩუქრის გადაცემით, - იხუმრა პრეზიდენტმა. - თუ რამეს დავაშავებ..." "მაშინ ხელში ჯოხს დავიჭერ", - დაარწმუნა ქმარი პირველმა ლედიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული