ამერიკის ბეისბოლის მთავარი ლიგის კლუბის, "მაიამი მარლინსის" მოთამაშე ჯანკარლო სტენტონი უახლოეს დღეებში მსოფლიოს რეკორდს დაამყარებს - ის გააფორმებს სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ კონტრაქტს. ხელშეკრულება 13-წლიანი იქნება, რომლის დროსაც სტენტონი 325 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
25 წლის კალიფორნიელმა 2014 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ გამოკითხვაში. ამასთან, მისმა გუნდმა ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა. სეზონის MVP გახდა მაიკ ტრაუტი, რომელიც კლუბ "ლოს ანჯელეს ენჯელსს" წარმოადგენს.
კონტრაქტის ღირებულების წინა რეკორდი ასევე ბეისბოლის ლიგის წარმომადგენელს ეკუთვნოდა - ამა წლის მარტში "დეტროიტ
ტაიგერსმა" 10-წლიანი და 292-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა ვენესუელელ ბეისბოლისტთან, მიგელ კაბრერასთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"