თბილისის "ლიგამუსმა" ექვსგუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მე-2 რაუნდის შეხვედრები დღეს იწყება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" (ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, თამაზ ლაზარიდი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კ), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, კლუბის პრეზიდენტი გიგი ლილუაშვილი) ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც H ჯგუფში მეტოქეობას
"დუისბურგმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნოვი სადში (სერბეთი) ითამაშა, სადაც "მარსელთან" (საფრანგეთი) და მასპინძელთა "ვოივოდინასთან" ერთად 6-6 ქულა მოაგროვა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის თასზე გადმოინაცვლა.
"შუურმანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარსელში თამაშობდა მასპინძლების, სტამბოლის "გალათასარაის", ზაგრების "მლადოსტის", ბელგრადის "რედ სტარისა" და მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ, მაგრამ ლიგის მე-2 რაუნდში ვერ გააღწია. რაც შეეხება "მორნარ სპლიტს", ხორვატები სტამბოლში თამაშობდნენ ევროპის თასის B ჯგუფში, სადაც ხუთიდან 4 მატჩი მოიგეს (მათ შორის თბილისის "ივერიასთან") და პირველი ადგილი დაიკავეს. აი, ასეთ გუნდებთან მოუწევს "ლიგამუსს" სამი დღის განმავლობაში პაექრობა.
გაუწყებთ H ჯგუფის შეხვედრათა განრიგს:
7 ოქტომბერი. "მორნარ სპლიტი"-"დუისბურგი" (გერმანია), "შუურმანი" (ჰოლანდია)-"ლიგამუსი" (საქართველო).
8 ოქტომბერი. "მორნარ სპლიტი"-"ლიგამუსი", "შუურმანი"-"დუისბურგი".
9 ოქტომბერი. "დუისბურგი-"ლიგამუსი", "შუურმანი"-"მორნარ სპლიტი".
"შუურმანისა" და "ლიგამუსის" დღევანდელი შეხვედრა ჰოლანდიის დროით 20 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"