გასულ უქმეებზე იმ ექვსი ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც ჯგუფური ტურნირების შემდეგ ორრაუნდიან ფლეი ოფში იბრძოდნენ ფინალში მოსახვედრად. საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან პირველი მატჩი შინ 5:11 წააგო, განმეორებითი პაექრობა კი ბუქარესტში უფრო დიდი სხვაობით დათმო - 6:18 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთს თუ მივიჩნევთ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების წყალბურთელთა გუნდი 1954 წლიდან კონტინენტის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე პირველად ვერ მოხვდა - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან
ფლეი ოფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: მალტა-გერმანია 6:15 (პირველი პაექრობა-5:21), სლოვაკეთი-საბერძნეთი 3:9 (7:13), მაკედონია-საფრანგეთი 12:4 (6:8), თურქეთი-სლოვენია 9:9 (7:5).
ამდენად, 2012 წელს ეინდჰოვენში მედლებისთვის იბრძოლებენ: ხორვატია, იტალია, სერბეთი, უნგრეთი, ჩერნოგორია, ჰოლანდია, გერმანია,რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მაკედონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"