წყალბურთში მედლები სამ ასაკში გათამაშდება

AutoSharing Option
წლეულს საქართველოს წყალბურთელთა პირველობები სამ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება. 1998-1999 წლებში დაბადებულნი უკვე ჩაებნენ შეჯიბრებაში.

აქ პირველობისთვის "ივერიისა" და "ლიგამუსის" ორ-ორი გუნდი, ასევე, "თბილისი", "ბათუმი", "საჩხერე" და "ქუთაისი" იბრძვიან. 1996-97 წლებში დაბადებულნი დღეს აიღებენ სტარტს. მედლებისთვის "ივერია" (ორი გუნდი), "ლიგამუსი", "ქუთაისი", "ბათუმი", "თბილისი" და "ტონუსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მარტის მიწურულიდან კი ჩემპიონის წოდებისთვის "ლიგამუსი", "თბილისი", "ივერია", "ზვიგენები", "ბათუმი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (1995-97 წლებში დაბადებულნი) იპაექრებენ.

საქართველოს ასაკობრივ პირველობებთან დაკავშირებით გუშინ საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" პრესკონფერენცია გაიმართა. მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე წარდგნენ საწყლოსნო სახეობათა
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ვიცეპრეზიდენტები - მურთაზ გულედანი და ალექსანდრე ნიკოლეიშვილი.

პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ აპრილის დასაწყისში "ოლიმპიკი" ნოდარ გვახარიას თასზე ახალგაზრდა წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში საქართველოს, ყაზახეთის, თურქეთისა და ბელარუსის ნაკრებები ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული