"ივერია" დაუმარცხებლად გაჩემპიონდა

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დამთავრდა 1998 წელს და უფრო გვიან დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობა შვიდი გუნდის მონაწილეობით.

ქვეჯგუფებში ორთაბრძოლების შემდეგ ოქროსთვის "ივერიისა" და "ლიგამუსის" პირველი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლებიც გადამწყვეტ პაექრობამდე დაუმარცხებლად მივიდნენ. ფინალური მატჩი "ივერია-1"-ის (ნიკა ლეთოდიანი, ნუკრი ბარდაველიძე (2), ნუგზარ სებისკვერაძე (2), გიორგი თეთრაძე (2), ნიკა ცანკაშვილი (1), გიორგი ჯიშკარიანი, გიორგი მაგრაქველიძე (2), ვახტანგ ჩხიკვიშვილი, ნიკა შუშიაშვილი (2), სანდრო დადიანი, გიორგი წულუკიანი, აკაკი გახოკიძე (2), ილია კაპანაძე, მწვრთნელები - ბორის მეგედი, ზურაბ ქოიავა) უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ 12:5 (6:3,
3:1, 3:1, 0:0) გაიმარჯვა და პირველი ადგილიც დაიკავა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ქუთაისმა""ივერია-2"-ს აჯობა 2:1, მეხუთე ადგილი "თბილისის" მძლეველმა (5:2) "ლიგამუსი-2"-მა დაიკავა. "საჩხერე" ბოლო ადგილით დაკმაყოფილდა.

30 მარტს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული