ჩემპიონები მოგებით, ვიცე-ჩემპონები კი მარცხით იწყებენ

AutoSharing Option
30 მარტს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყო წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობს.

სტარტზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შარშანდელი პირველობის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები:

თბილისი-ივერია 6:7 (3:2, 1:2, 2:2, 0:1).
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (3), კოტარია (1), ბაბუნაშვილი, ლაითაძე (1), ყავლაშვილი, ტუკვაძე, რაფავა (1), ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი, ქავთარაძე, ალიბეგაშვილი, ლომიძე, მანძულაშვილი, მწვრთნელები - ბაქრაძე, კინწურაშვილი.
"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე (1), ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი (3), სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი (1), ურუშაძე, სულაძე (1), ყაზახიშვილი (1), კახეთელიძე, კაპანაძე, მწვრთნელები - ჩომახიძე, ჩხარტიშვილი.

შეხვედრა საინტერესოდ და
დაძაბულად წარიმართა. პირველ პერიოდში ვიცე-ჩემპიონები დაწინაურდნენ ერთი ბურთით. მეორე რვაწუთიან მონაკვეთში 1993-1994 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა "ივერიამ" წონასწორობა აღადგინა.

მესამე პერიოდში თანაფარდობა არ დარღვეულა, რადგან მეტოქეებმა მხოლოდ ორი-ორი ბურთი გაცვალეს. დასკვნით ეტაპზეც თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ივერიელებმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანეს და გათამაშების ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

ლიგამუსი-ზვიგენები 12:7 (5:2, 2:1, 1:2, 4:2)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი (1), იმნაიშვილი (1), ბაქრაძე ჩიკვაიძე, ხვედელიანი (1), რუსიშვილი, გიორგაძე (4), გეგელაშვილი (3), ნიკოლეიშვილი (2), გაბადაძე, შენგელია, ბაღათურია, მწვრთნელი ისელიძე.
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე, ალხაზოვი, ჩოდრიშვილი (3), ბერიშვილი, თოდრია, გოგელია, ცაგარელი (2), ბრეგვაძე (1), დოლიძე, მოსეშვილი (1), ჩიხლაძე, ქოიავა, ჩუბინიძე, დაუშვილი, მწვრთნელები - მაისურაძე, დოლიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულია. არც არის გასაკვირი, რადგან გუნდი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული.

ჩემპიონებს წლევანდელი ჩემპიონატის სტარტზეც წარმატების მიღწევა არ გასჭირვებიათ. შესვენებამდე ისინი შეხვედრას ოთხი ბურთის სხვაობით იგებდნენ. მესამე პერიოდში "ზვიგენებმა" მატჩში გარდატეხის შეტანა სცადეს - რვაწუთიანი მონაკვეთი ერთი ბურთითაც მოიგეს, მაგრამ ბოლო პერიოდში ლიგამუსელებმა ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დააბრუნეს და გაიმარჯვებს კიდეც - 12:7.

ჭაბუკთა ნაკრები-ბათუმი 22:5 (7:0, 4:1, 7:1, 4:3)
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე, რევია (2), იმნაიშვილი (2), გაბადაძე (1), ბითაძე (3), ჯახაია (3), ჩერქეზიშვილი (1), კახეთელიძე (4), ყაზახიშვილი (1), ჩომახაშვილი (2), კაკულია (3), შენგელია, მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
ბათუმი: დადიანი, მელუა, ბარამიძე (1), ბერიძე (2), ხუხუნაშვილი, ხოზრევანიძე (1), ფანცხავა, გამყრელიძე (1), ჩაგუნავა, საბაშვილი, ზოიძე, მჟავანაძე, ძნელაძე, პეტრიძე, მწვრთნელი კაზიევი.

წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატს ორი გუნდი დაემატა - 1995 წელსა და უფრო გვიან დაბადებულთა საქართველოს ნაკრები, რომელიც აპრილის პირველ დეკადაში ნოდარ გვახარიას თასზე საერთაშორისო ტურნირშიც ითამაშებს და "ბათუმი".

დებიუტანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამას წინათ სერბეთში წრთობაგამოვლილმა ბიჭებმა აშკარად დაჩაგრეს ზღვისპირელები და დიდი ანგარიშითაც სძლიეს მეტოქეს - 22:5.

31 მარტს მე-2 ტურში ითამაშებენ: "ლიგამუსი"-"ბათუმი", ჭაბუკთა ნაკრები-"თბილისი", "ივერია"-"ზვიგენები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული