უკვე გაუწყეთ, რომ შეჯიბრებაში შვიდი გუნდი მონაწილეობს. გასულ უქმეებზე "თბილისმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ექვსი ქულა მოაგროვა, მაგრამ მე-4 ადგილს ვერ ასცდა, რადგან ამდენივე ქულით, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდებით, შემოდგომამდე მესამეზე "ბათუმი" დამკვიდრდა. ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა "ივერია-1"-ისა და "ლიგამუსის" დაპირისპირებას უნდა გაერკვია. ასპარეზობა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ანგარიში ივერიელებმა გახსნეს და პირველი პერიოდიც 3:1 მოიგეს. მეორე და მესამე რვაწუთიან მონაკვეთებში შედარებით თანაბარი პაექრობა
საბოლოოდ გაიმარჯვა "ივერია-1"-მა 10:9 (3:1, 2:2, 3:2, 2:4; ბურთები: ბითაძე (3), ჯახაია (3), ბარდაველიძე (1), მაგრაქველიძე (2), ზაქარეიშვილი (1) - "ივერია-1"; გაბადაძე (3), იმნაიშვილი (2), თუხარელი (2), ჩიკვაიძე (1), ჯანჯღავა (1)-"ლიგამუსი") და 12 ქულით დაწინაურდა. 10 ქულით მეორეზეა "ლიგამუსი". მეორე წრის ორთაბრძოლები სექტემბერში განახლდება.
ჭაბუკთა პირველობის ორი მონაწილე ( ჯახაია და ჩიკვაიძე) საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია მიწვეული და რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით პოლონეთს გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, "სლოვიანკას თასზე" მასპინძლებთან ერთად ისრაელს, დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და ბელარუსს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"