უსახსრობის გამო ბათუმელები დედაქალაქში ვერ ჩამოვიდნენ და "თბილისი" უქმობდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაექრობას, ისინი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
განსაკუთრებით დრამატული სერბი მწვრთნელის იოვან პოპოვიჩისა და სოსო მაისურაძის შეგირდების დაპირისპირება გამოდგა.
ჭაბუკთა ნაკრები-"ზვიგენები" 13:12 (3:1, 2:4, 6:3, 2:4)
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (2), შენგელია, იმნაიშვილი (1), გაბადაძე (1), ბითაძე, ჯახაია (4), ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი (2), რევია, თუხარელი. მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.
"ზვიგენები": ციხელაშვილი,
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა წელს მზადების კარგი ეტაპი გაიარა. ათდღიან საწვრთნელ შეკრებაზე სერბეთშიც იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ტესტმატჩიც გამართა, მერე თბილისში ბელარუს, ყაზახ, თურქ თანატოლებს სძლია და ცნობილი წყალბურთელის ნოდარ გვახარიას თასი მეორედ მოიპოვა.
ჭაბუკი წყალბურთელები ამჯერადაც მოტივირებულნი ჩაებნენ პაექრობაში. მატჩის პირველსავე წუთზე მათი იერიში ჯახაიამ გოლით დააგვირგვინა. რასაც მალე მისი თანაგუნდელების ორი ბურთი მოჰყვა.
"ზვიგენებმა" მხოლოდ პირველი პერიოდის ბოლო წამებზე იყოჩაღეს - 3:1.
შეხვედრის მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი მაისურაძის შეგირდებისა იყო და ანგარიშიც გაქვითეს - 5:5.
მას შემდეგ, რაც ჭაბუკებმა მესამე პერიოდში სამბურთიან უპირატესობას მიაღწიეს, მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ "ზვიგენები" სწორედ ორთაბრძოლის მიწურულს ათამაშდნენ მთელი ძალით და ზედიზედ ოთხი გოლი გაუტანეს უმცროს მეტოქეს, 12:11-იც დაწინაურდნენ, თუმცა საფინალო სასტვენამდე ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს: ჯერ ყაზახიშვილმა აღადგინა წონასწორობა, ჯახაიას გოლმა კი ჭაბუკთა ნაკრებს ამ ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოუტანა.
"ივერია"-"ლიგამუსი" 6:12 (0:4, 2:3, 2:4, 2:1)
"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე (1), ქარჩილაძე (1), ჯახაია, ცანკაშვილი, სხილაძე (1), ქართველიშვილი (1), გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ყაზახიშვილი (2), კახეთელიძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე.
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (1), ჩიკვაიძე, ხვედელიანი (2), რუსიშვილი, გიორგაძე (2), გეგელაშვილი (4), ნიკოლეიშვილი (3), გაბადაძე, შენგელია, ბაღათურია. მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე.
წლევანდელ ჩემპიონატში ფავორიტად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსს" მიიჩნევენ, რომელიც უმთავრესად ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული.
"ივერიაში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (1993-1994 წლებში დაბადებულნი) წყალბურთელები თამაშობენ. ისინი ახლახან სერბეთში იყვნენ საწვრთნელ შეკრებაზე. 4-6 მაისს პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ. ყველაფერი ეს ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას ემსახურება. ეს შეჯიბრება კი 24-27 მაისს თურქეთში გაიმართება.
27 აპრილს გამართულ მატჩში ფავორიტი, ცხადია, "ლიგამუსი" იყო და ილიაუნელებმა ეს პირველსავე პერიოდში დაამტკიცეს, როცა ნიკოლეიშვილმა და ხვედელიანმა ოთხი "მშრალი" ბურთი გაუტანეს ივერიელებს. საბოლოოდ 12:6 გაიმარჯვეს და ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცეს.
28 აპრილს ჭაბუკთა ნაკრები "ივერიას" დაუპირისპირდება, "თბილისი" კი - "ლიგამუსს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"