ისინი ფინალური ტურნირის ორი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მოასპარეზეთა შორის იქნება საქართველოს ნაკრები რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.
ამჟამად ქართველი წყალბურთელები (შუბლაძე, ჩიქვინიძე, ხარჩილაძე, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ფავლენიშვილი, ჯახაია, ჩიკვაიძე, კაპანაძე) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ. მათთან ერთად მთავარი პრიზისთვის იბრძვიან მასპინძლები, ბრიტანელები, ბელარუსები, უკრაინელები და ებრაელები.
პირველ ტურში ჩვენმა ბიჭებმა უკრაინა დაამარცხეს 12:6 (3:0, 1:2, 2:2, 6:2). დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა: დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი 4:10 (1:1, 0:2,
4 მაისს პოლონურ ტურნირზე მე-2 ტურის მატჩები გაიმართა: რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა სამი ბურთის სხვაობით ბრიტანელებს სძლიეს - 8:5 (2:2, 3:2, 1:1, 2:0), ბელარუსები უკრაინელებს დანებდნენ - 10:12 (3:2, 0:2, 3:4, 4:4).
5 მაისს ჩვენები პოლონეთსა და ისრაელს დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"