გულშემატკივრებმა ექვსის ნაცვლად, ოთხი ორთაბრძოლა იხილეს, რადგან უსახსრობის გამო თბილისში ისევ ვერ ჩამოვიდა ბათუმის გუნდი, რაც ფრიად გულსატკენია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ზღვისპირელთა საწყალბურთო ტრადიციებს.
"ლიგამუსი" - ჭაბუკთა ნაკრები 12:8 (0:3, 4:2, 3:2, 5:1)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (3), ხვედელიანი, რუსიშვილი (2), გიორგაძე (2), გეგელაშვილი (4), ნიკოლეიშვილი (1), შენგელია, ბაღათურია. მწვრთნელი - ისელიძე.
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (1), რევია, იმნაიშვილი, გაბადაძე, ბითაძე (3),
საქართველოს ჩემპიონის, წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი "ლიგამუსისა" და ჭაბუკთა ნაკრების მატჩი დაძაბულად, საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა.
ყველასთვის მოულოდნელად პირველ პერიოდში "ლიგამუსმა" თამაშის სადავეები მეტოქეს დაუთმო და სამი ბურთიც მიიღო საკუთარ კარში. ჩემპიონებმა მეორე რვაწუთიან მონაკვეთში მდგომარეობა გამოასწორეს, თუმცა შესვენებაზე უარყოფითი ბალანსით წავიდნენ.
მე-4 პერიოდის მე-4 წუთისთვის ანგარიში თანაბარი (8:8) იყო და წინასწარ ვერავინ იტყოდა, ამ მატჩში ვინ გაიმარჯვებდა. დარჩენილ 4,5 წუთში "ლიგამუსმა" აშკარად აჯობა ჭაბუკთა ნაკრებს - ზედიზედ ოთხი "მშრალი" ბურთი გაუტანა და 12:8 გაიმარჯვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიდან 4 ბურთით გეგელაშვილი გამოირჩა, ჭაბუკებიდან ანდრო ბითაძემ იყოჩაღა - 3 გოლი.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა ლიგამუსელთა მეორე მატჩი "ზვიგენებთან". პირველი და მესამე რვაწუთიანი მონაკვეთები ჩემპიონებისა იყო, ხოლო მეორე და მეოთხე პერიოდებში მეტოქემ იყოჩაღა, თუმცა იმდენად ვერა, რომ ლიდერისთვის ქულა აერთმია.
"ლიგამუსი" - "ზვიგენები" 14:12 (5:3, 1:3, 5:1, 3:5)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (2), ხვედელიანი, რუსიშვილი (2), გიორგაძე (2), გეგელაშვილი (5), ნიკოლეიშვილი (3), გაბადაძე, შენგელია, ბაღათურია. მწვრთნელი ისელიძე.
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე (4), ალხაზოვი, ჩოდრიშვილი (1), შერვაშიძე, თორდია, გოგელია (2), ცაგარელი, ბრეგვაძე (2), დოლიძე (1), მოსეშვილი, ჩიხლაძე, ქოიავა, ჩუბინიძე, დაუშვილი. მწვრთნელი მაისურაძე.
"ზვიგენებმა" ჩემპიონატის მესამე ტურში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია - ამჯერად შარშანდელი ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორ "თბილისთან". არადა, სამი პერიოდის განმავლობაში ისინი მედგრად უმკლავდებოდნენ მეტოქეს.
მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი სულაც თავიანთ სასარგებლოდ (3:1) დაამთავრეს და სამი პერიოდის შემდეგ ერთი ბურთის სხვაობით (8:7) იგებდნენ კიდეც. ფაქტობრივად, ვეტერანი წყალბურთელებისგან დაკომპლექტებულმა "ზვიგენებმა" დაძაბულობას ბოლომდე ვერ გაუძლო და მატჩი ოთხი ბურთის სხვაობით დათმო.
"ზვიგენები" - "თბილისი" 10:14 (2:3, 3:1, 3:3, 2:7)
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე, ალხაზოვი, ჩოდრიშვილი (2), შერვაშიძე, თორდია, გოგელია (3), ცაგარელი (5), ბრეგვაძე, დოლიძე, მოსეშვილი, ჩიხლაძე, ქოიავა, ჩუბინიძე, დაუშვილი. მწვრთნელი მაისურაძე.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (4), კოტარია (2), ბაბუნაშვილი, ლაითაძე (1), ყავლაშვილი (1), ქავთარაძე (2), ტუკვაძე, რაფავა, ჩერქეზიშვილი (4), ჩომახაშვილი, ალიბეგაშვილი, ლომიძე, მანძულაშვილი, კინწურაშვილი. მწვრთნელი ბაქრაძე.
ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორმა "თბილისმა" გასულ უქმეებზე კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა გათამაშების ცხრილში - ასევე, ოთხი ბურთის სხვაობით დაამარცხა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "ივერია".
რევაზ ჩომახიძის შეგირდები ამას წინათ პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდნენ, სადაც ხუთი შეხვედრა მოიგეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ეტყობა, "თბილისთან" დაპირისპირებამდე ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრეს, თუმცა, მეორე პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ამიტომ, პრაქტიკულად, მატჩის ბედი სწორედ მეორე პერიოდში გადაწყდა ვიცე-ჩემპიონების სასარგებლოდ.
"ივერია" - "თბილისი" 7:11 (3:3, 0:3, 2:3, 2:2)
"ივერია": ჩიქვინიძე, შუბლაძე, ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი (1), სხილაძე (1), ქართველიშვილი (1), კაკულია (2), ურუშაძე (1), სულაძე, ყაზახიშვილი (1), კახეთელიძე, კაპანაძე. მწვრთნელი ჩხარტიშვილი.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (1), კოტარია (1), ბაბუნაშვილი, ლაითაძე (4), ყავლაშვილი, ქავთარაძე, ტუკვაძე (1), რაფავა, ჩერქეზიშვილი (2), ჩომახაშვილი (1), ალიბეგაშვილი, ლომიძე, მანძულაშვილი, კინწურაშვილი. მწვრთნელი ბაქრაძე.
სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ
"ლიგამუსი" - 12 (87:41), "თბილისი" - 8 (58:39), ჭაბუკთა ნაკრები - 8 (69:38), "ივერია" - 6 (47:48), "ზვიგენები" - 2 (60:70), "ბათუმი" - 0 ქულა (7:90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"