ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
24 მაისს სტამბულში სტარტი აიღო 19 წლის წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევმა ტურნირმა, რომელშიც ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის მასპინძლებთან ერთად ქართველები, ბელარუსები, მოლდოველები და კვიპროსელები იბრძვიან.

ასპარეზობის პირველ დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის ნაკრებმა საქართველოს გუნდს მოუგო - 10:6.

შესარჩევი ტურნირები კიდევ სამ ქვეყანაში იმართება:

B ჯგუფი (ჰოლანდია): ჰოლანდია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, შვეიცარია.
გერმანია-ბრიტანეთი 13:5, ჰოლანდია-შვეიცარია 19:3.

C ჯგუფი (პორტუგალია): პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, რუმინეთი.

D ჯგუფი (ბულგარეთი): რუსეთი, მაკედონია, უკრაინა, ისრაელი, ბულგარეთი.
უკრაინა-ბულგარეთი 10:7, ისრაელი-მაკედონია 16:5.

25 მაისს ქართველი წყალბურთელები
მოლდოველებს შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული