ქართველი წყალბურთელები ფინალს მიღმა

AutoSharing Option
სამიოდე კვირის წინათ საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა (შუბლაძე, კაპანაძე, ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, რცხილაძე, ქართველიშვილი, კაკულია, ურუშაძე, ყაზახიშვილი, ჩიქვინიძე, გელაშვილი, სულაძე) პოლონური გორჟოვის საერთაშორისო ტურნირზე ბელარუს თანატოლებს დაძაბულ პაექრობაში 9:8 მოუგო.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა დინებაში მეორედ შესვლა ვეღარ მოახერხეს - ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში სლავებთან დამარცხდნენ და ფინალს მიღმა აღმოჩნდნენ.

A ჯგუფის წარმომადგენლებს სტამბულმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები სტარტზევე დამარცხდა თურქეთთან - 6:10.

მეორე ტურში მოლდოვას მოუგო 11:7, მომდევნო პრინციპული პაექრობა კი ბელარუსებთან 4:7 დათმო. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა ბოლო ტურში კვიპროსს დიდი
ანგარიშით - 15:2 აჯობეს, მაგრამ სატურნირო ცხრილზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია, რადგან ბელარუსებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს მასპინძლებთან 6:17 და 9 ქულით, თურქებთან ერთად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს: თურქეთი - 12 (62:18), ბელარუსი - 9 (49:36), საქართველო - 6 (36:36), მოლდოვა - 3 (36:40), კვიპროსი - 0 ქულა (10:73).

გასულ უქმეებზე კიდევ სამ შესარჩევ ჯგუფში დამთავრდა შეჯიბრებები, საიდანაც 2-2 საუკეთესო ფინალში გავიდა:

B ჯგუფი: ჰოლანდია - 12 (56:15), გერმანია - 9 (41:21), პოლონეთი - 6 (33:44), დიდი ბრიტანეთი - 3 (33:52), შვეიცარია - 0 (23:54).

C ჯგუფი: სლოვაკეთი - 9 (29:18), რუმინეთი - 4 (34:25), სლოვენია - 2 (25:30), პორტუგალია (1 (30:37).

D ჯგუფი: რუსეთი - 12 (73:17), უკრაინა - 7 (40:36), ბულგარეთი - 6 (37:40), ისრაელი 4 (39:49), მაკედონია - 0 (16:63).

მედლებისთვის გადამწყვეტი პაექრობები 2-9 სექტემბერს საფრანგეთში გაიმართება.

ქართველები ფინალს მიღმა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული