"ლიგამუსის" მეტოქემ ალემანებს სძლია

AutoSharing Option
გაზეთის წინა ნომერში გაუწყეთ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შვიდი შეხვედრის შედეგი. 27 სექტემბერს ჰოლანდიის "შუურმანმა", რომელიც A ჯგუფში საქართველოს ჩემპიონთან ერთად იბრძოლებს მერვედფინალში გასასვლელი ოთხი საგზურისთვის, ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო-98"-ს უმასპინძლა.

ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებმა დაძაბულ პაექრობაში ალემანებს 6:5 აჯობეს და ვოლგოგრადის "სპარტაკის" მძლეველ (11:6) საბერძნეთის "ვოულიაგმენთან" ერთად დაწინაურდნენ. საგულისხმოა, რომ "ლიგამუსი-თბილისი" 6 ოქტომბერს სწორედ ნიდერლანდელებს შეხვდება სტუმრად. ამავე დღეს A ჯგუფში ითამაშებენ: "სპარტაკი"-"ეგერი" (უნგრეთი), "ვასპო-98"-"ვოულიაგმენი".

6 ოქტომბერს სხვა ჯგუფებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

B ჯგუფი: "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი)-"კრეუზლინგენი" (შვეიცარია), "მონპელიე" (საფრანგეთი)-"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი).

C ჯგუფი: "მარსელი" (საფრანგეთი)-"ბრეშია" (იტალია), "ვოივოდინა" (ნოვი სადი)-"ბარსელონიტა" (ესპანეთი).

D ჯგუფი: "შპანდაუ-04" (ბერლინი)-"პარტიზანი" (ბელგრადი), "ორადეა" (რუმინეთი)-"ბეტონი" (უნგრეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული