- ჩემპიონთა ლიგაზე პროგრამა მაშინ შევასრულეთ, როცა საკვალიფიკაციო ეტაპი მოვიგეთ და ჯგუფურ ტურნირში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ მეტოქეებისთვის ქულების დარიგებას ვაპირებდეთ, რაც ჰოლანდიურ ტურნირშიც გამოჩნდა.
მატჩის პირველი პერიოდი 3:2 მოვიგეთ. ეტყობა, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს უპირატესობა, დაცვა მოირღვა და ჩვენი 2 გოლის საპასუხოდ 6 ბურთი მივიღეთ,
ჯგუფური ტურნირის აშკარა ფავორიტია საბერძნეთის ოთხგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 1997 წლის გამარჯვებული "ვულიაგმენი", ასევე, ვოლგოგრადის "სპარტაკი" და უნგრეთის "ეგერი".
აი, მერვედფინალის მე-4 საგზურისთვის სწორედ "შუურმანთან" და ჰანოვერის გუნდთან შეიძლება ბრძოლა.
- 20 ოქტომბერს "სპარტაკს" ვუმასპინძლებთ...
- დიახ, "ოლიმპიკში" დავუპირისპირდებით ვოლგოგრადელებს. ამ გუნდს კარგად ვიცნობ, რამდენიმეს რუსეთის ჩემპიონატზე ჩემს წინააღმდეგაც უთამაშია.
ასე რომ, დიდი კლასი და გამოცდილება აქვთ. გაგვიჭირდება მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, რომ გულშემატკივრებს ლამაზი ორთაბრძოლა ვაჩვენოთ.
დანარჩენი აუზში გადაწყდება. ამჟამად "ლიგამუსი" გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"