"ლიგამუსი" 20 ოქტომბერს ფავორიტს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს სამგზის ჩემპიონი - წყალბურთელ ვაჟთა გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" 20 ოქტომბერს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ვოლგოგრადის "სპარტაკ-ლუკოილს" უმასპინძლებს.

წინა ტურში ქართველი წყალბურთელები სტუმრად ჰოლანდიის "შუურმანთან" 10:13 დამარცხდნენ, ვოლგოგრადელებმა კი შინ უნგრეთის "ეგერს" მოუგეს 10:7. იმ ორთაბრძოლის შემდეგ ვოლგისპირელებმა რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთი შეხვედრა გამართეს და ყველა მეტოქე დაამარცხეს: ვოლგოგრადის "სპარტაკი-2" 16:5, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ყაზანის "სინთეზი" - 9:6, ასტრახანის "დინამო" - 12:9, მოსკოვის "იზმაილოვო" - 12:2, ყაზანის "კაი-კაზიოპი" - 20:4.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ
კარაბუტოვმა თბილისში 15 წყალბურთელი ჩამოიყვანა: ალექსანდრ ფიოდოროვი, ვიქტორ ივანოვი, ალექსეი პანფილი, პაველ ხალტურინი, ალექსეი აგარკოვი, ალექსანდრ აქსიონოვი, რომან ბალაშოვი, ვიქტორ ვიშნიაკოვი, დმიტრი ირიშიჩეკი, ნიკოლაი ლაზარევი, ადელ ლატიპოვი, დმიტრი სტრატანი, ევგენი ფინაევი, სერგეი ლიუსნოვი, ანდრეი რეკეჩინსკი. მწვრთნელის სიტყვებით, გუნდი ჩინებულ ფორმაშია და თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა, რადგან ჯგუფურ ტურნირში მაღალი ადგილების დაკავება აქვს გამიზნული.

სტუმართა ასეთი ამბიციები გასაკვირი არ არის, რადგან "სპარტაკი-ლუკოილი" რუსეთის სამგზის ჩემპიონი და რვაგზის თასის მფლობელია, 1998 წელს ნიუ-იორკში კეთილი ნების საკლუბო თამაშები მოიგო, გუნდის 9 წევრმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ ჩომახიძესთან ერთად.

გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები - რომან ბალაშოვი და დმიტრი სტრატანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები არიან. "სპარტაკი" ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

ასე რომ, "ლიგამუსს" (მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) დღეს მრისხანე მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი კვირა გავიდა რაც, ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა და ერთი მცირე ინფორმაციული ხასიათის სტადიაც არ დაბეჭდილა. ნეტა, რას უნდა დავაბრალოთ? ნუთუ, არც ერთ სპორტულ ჟურნალისტი არ დაესწრო ამ თამაშებს. ან, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანლაციებს რა უდგა წინ. თუმცა, სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა საწყლოსნო სპორტის მოქმედი პრეზიდენტი არ ესწრებოდა მატჩებს.
მეტი რითი უნდა დაინტერებულიყო არ მესმის. თუ, არ უნდა კიდე დაწეროს განცხადება და წავიდეს. ისე, არც უნდა მოსულიყო მით, უმეტეს როგორც მოვიდა ისე.
zurabi
11:15 22-10-2012
0
საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დამთავდა. ველოდებით სტატიას
giga
22:59 20-10-2012
0

სიახლეები პოპულარული