წინა ტურში ქართველი წყალბურთელები სტუმრად ჰოლანდიის "შუურმანთან" 10:13 დამარცხდნენ, ვოლგოგრადელებმა კი შინ უნგრეთის "ეგერს" მოუგეს 10:7. იმ ორთაბრძოლის შემდეგ ვოლგისპირელებმა რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთი შეხვედრა გამართეს და ყველა მეტოქე დაამარცხეს: ვოლგოგრადის "სპარტაკი-2" 16:5, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ყაზანის "სინთეზი" - 9:6, ასტრახანის "დინამო" - 12:9, მოსკოვის "იზმაილოვო" - 12:2, ყაზანის "კაი-კაზიოპი" - 20:4.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ
სტუმართა ასეთი ამბიციები გასაკვირი არ არის, რადგან "სპარტაკი-ლუკოილი" რუსეთის სამგზის ჩემპიონი და რვაგზის თასის მფლობელია, 1998 წელს ნიუ-იორკში კეთილი ნების საკლუბო თამაშები მოიგო, გუნდის 9 წევრმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ ჩომახიძესთან ერთად.
გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები - რომან ბალაშოვი და დმიტრი სტრატანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები არიან. "სპარტაკი" ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
ასე რომ, "ლიგამუსს" (მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) დღეს მრისხანე მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეტი რითი უნდა დაინტერებულიყო არ მესმის. თუ, არ უნდა კიდე დაწეროს განცხადება და წავიდეს. ისე, არც უნდა მოსულიყო მით, უმეტეს როგორც მოვიდა ისე.