მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი". ქართველმა წყალბურთელებმა A ჯგუფში მე-4 ტურის შეხვედრა (სასტარტო პაექრობა უნგრეთის "ეგერთან" 2013 წლისთვის გადაიდო) გერმანიაში ჰანოვერის "ვასპო-98"-თან 5:7 (1:2, 0:2, 1:0, 3:3) დათმო და ექვსგუნდიანი ჯგუფის ბოლო ადგილზე დამკვიდრდა.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებს (ბექა კაპანაძე, ბექა ქენქაძე (1), ლევან ჩიქვინიძე (1), ალექსანდრე რუსიშვილი (1), გალაქტიონ ლაითაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი (1), ტატო ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე, ზურაბ ჭუმბურიძე)
ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:
"ვულიაგმენი" (საბერძნეთი) - "ეგერი" (უნგრეთი) 11:8, "შუურმანი" (ჰოლანდია) - "სპარტაკი" (ვოლგოგრადი) 5:14.
ოთხი ტურის შემდეგ A ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: "ვულიაგმენი" - 12 ქულა (ბურთები - 52:22), "სპარტაკი" - 9 (45:31), "შუურმანი" - 6 (28:41), "ეგერი" - 3 (31:26), "ვასპო-98" - 3 (21:45), "ლიგამუსი" - 0 (23:35).
28 ნოემბერს ითამაშებენ: "ლიგამუსი" - "ვულიაგმენი", "ეგერი" - "შუურმანი", "სპარტაკი" - "ვასპო-98".
B ჯგუფში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს ლიდერებმა: პირეოსის (საბერძნეთი) "ოლიმპიაკოსმა" შინ დაძაბულ პაექრობაში სძლია ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" - 9:8, ხოლო ხორვატიის "დუბროვნიკმა" სტუმრად საფრანგეთის "მონპელიე" დაამარცხა - 14:2.
"დუბროვნიკი" - 9 (53:15), "ოლიმპიაკოსი" - 9 (35:20), "ცრვენა ზვეზდა" - 6 (50:34), "მონპელიე" - 0 (17:35), "კრეუზლინგენი" - 0 (19:70).
28 ნოემბერი. "დუბროვნიკი" - "ოლიმპიაკოსი", "მონპელიე" - "კრეუზლინგენი".
C ჯგუფი. "ბრეშა" (იტალია) - "ბარსელონიტა" (ესპანეთი) 5:7, "მარსელი" (საფრანგეთი) - "სინთეზი" (ყაზანი) 8:13.
"ბარსელონიტა" - 12 (41:20), "ბრეშა" - 3 (25:25), "სინთეზი" - 3 (29:28), "ვოივოდინა" - 3 (23:31), "მარსელი" - 3 (21:35).
28 ნოემბერი. "სინთეზი" - "ბრეშა", "მარსელი" - "ვოივოდინა" (ნოვი სადი).
D ჯგუფი. "ბეტონი" (უნგრეთი) - "პარტიზანი" (ბელგრადი) 8:7, "ორადეა" (რუმინეთი) - "გალათასარაი" (თურქეთი) 11:8.
"ბეტონი" - 9 (30:21), "პარტიზანი" - 7 (33:30), "გალათასარაი" - 4 (23:23), "ორადეა" - 3 (27:30), "შპანდაუ-04" - 0 (22:31).
28 ნოემბერი. "გალათასარაი" - "ბეტონი", "შპანდაუ-04 (ბერლინი) - "ორადეა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"