ლიგამუსი-თბილისი VS ვასპო 98 - საქართველოს ჩემპიონი ალემანების წინააღმდეგ

AutoSharing Option
9 იანვარს საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩს უმასპინძლებს: წყალბურთში საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო 98"-ს დაუპირისპირდება.

ეს გუნდები პირველ წრეში გერმანიაში შეხვდნენ ერთმანეთს და ალემანებმა 7:5 (2:1, 2:0, 0:1, 3:3) გაიმარჯვეს.

მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

"ლიგამუსი-თბილისი":
ბექა კაპანაძე, ბექა ქენქაძე, ლევან ჩიქვინიძე, ალექსანდრე რუსიშვილი, გალაქტიონ ლაითაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე, ზურაბ ჭუმბურიძე.

"ვასპო 98":
კონგ როგერი, დანიელ პოლვერინო, ალექსანდერ ჰერმანი, ალექსანდერ შვარცი, ლუკას ტაპლიკი, ჟუსტინ
ბიტერი, ილია იმერმანი, ინგო პიკერტი, ფელიქს ჰაარსტიკი, ბენც ტოტი, მატიას ლებენსი, ვილემ ბრიკმანი, დომინიკ ვიეგანდი.

9 იანვარს გასამართ პაექრობაში, შესაძლოა, მწვრთნელებმა მცირე ცვლილებები შეიტანონ. ყოველივე შუადღისთვის იქნება ცნობილი.

გერმანიაში გამართული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის თავკაცმა რევაზ ჩომახიძემ გვითხრა, რომ ჰანოვერთა მატჩი უნდა მოგვეგო, რადგან განსაკუთრებით ბოლო ორი მეოთხედი საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში, თანაც სტუმრად თამაშის გამოცდილება ჩვენს ბიჭებს არ ეყოთ, ამიტომ ორთაბრძოლა სასურველ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთო.

თბილისურ შეხვედრაში, ცხადია, ქართველი წყალბურთელები რევანშის წყურვილით ჩაებმებიან პაექრობაში. თანაც, სასურველია, ბურთების მეტი სხვაობით დავამარცხოთ სტუმრები, რათა A ქვეჯგუფში მე-4 ადგილის დასაკავებლად და პლეი ოფში მოსახვედრად (შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს) შანსი შევინარჩუნოთ.

ამჟამად A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: "ვულიაგმენი" (საბერძნეთი) - 18 (83:29), "სპარტაკი" (ვოლგოგრადი) - 15 (69:37), "ეგერი" (უნგრეთი) - 9 (61:36), "შუურმანი" (ჰოლანდია) - 6 (38:37), "ვასპო 98" - 3 (27:69), "ლიგამუსი-თბილისი" - 0 (30:66).

9 იანვარს, ასევე, ითამაშებენ: "ეგერი"-"ვულიაგმენი", "სპარტაკი"-"შუურმანი".

9 იანვარს ევროლიგის დანარჩენ სამ ჯგუფშიც გაიმართება მე-6 ტურის შეხვედრები.

B ჯგუფი. "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი) - "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), "დუბროვნიკი" (ხორვატია) - "მონპელიე" (საფრანგეთი).
"დუბროვნიკი" - 15, "ოლიმპიაკოსი" - 9, "ცრვენა ზვეზდა" - 6, "მონპელიე" - 6, "კრეუზლინგენი" (შვეიცარია) - 0 ქულა.

C ჯგუფი. "სინთეზი" (ყაზანი) - "მარსელი" (საფრანგეთი), "ბარსელონიტა" (ესპანეთი) - "ბრეშა" (იტალია).
"ბარსელონიტა" - 12, "სინთეზი" - 6, "ვოივოდინა" (ნოვი სადი) - 6, "მარსელი" - 6, "ბრეშა" - 6 ქულა.

D ჯგუფი. "პარტიზანი" (ბელგრადი) - "ბეტონი" (უნგრეთი), "გალათასარაი" (თურქეთი) - "ორადეა" (რუმინეთი).
"ბეტონი" - 15, "პარტიზანი" - 7, "ორადეა" - 6, "გალათასარაი" - 4, "შპანდაუ-04" (გერმანია) - 3 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული