წყალბურთელთა ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
13 თებერვალს, სამინისტროში, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა.

ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ და ნაკრების წყალბურთელებმა 15 თებერვალს თურქეთის ნაკრებთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩის შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის ემზადება. ვლადიმერ ისელიძის გუნდი 15 თებერვალს საცურაო აუზ "ოლიმპიკში" თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 18:30 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

ოფიციალური მატჩების გამართვამდე ეროვნულმა გუნდმა მოსამზადებელი შეკრება მონტენეგროში
გაიარა, 5 და 6 თებერვალს კი ამხანაგური მატჩები ყაზახეთის ნაკრებთან საცურაო აუზ "ოლიმპიკში" გამართა.

წყალბურთელთა ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. თბილისში არიან ლეგიონერები - დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი. საქართველოს ნაკრები პლეი ოფის საპასუხო მატჩს 1-ელ მარტს, სტამბულში გამართავს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 13-26 ივლისს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები:

ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე (მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე
მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი
ფიზიოთერაპევტი: მიხეილ აბრამიშვილი

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული