შეხვედრა 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00) სტამბულში თურქეთის წყალბურთის ფედერაციის საცურაო აუზზე ჩატარდება, რომელიც უბან ბაკირკოიში მდებარეობს. მატჩი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ქართველმა წყალბურთელებმა თბილისში 15 თებერვალს ჩატარებულ პლეი ოფის პირველ მატჩში მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით - 8:4 დაამარცხეს და ახლა ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება და მაქსიმუმ, 3 ბურთით მარცხიც კი აძლევთ ხელს.
წარმატების შემთხვევაში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად
ევროპის ჩემპიონატი 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება 12 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან - უნგერთი, სერბეთი, მონტენეგრო, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.
საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება სერბეთში გაიარა და ადგილობრივ გუნდებთან რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გუნდი მთავარ მწვრთნელ - ვლადიმერ ისელიძესთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად თურქეთში ჩაფრინდა და მზადებას სტამბოლში განაგრძობს.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
1. ზურა ჭუმბურიძე
2. გიორგი ხვედელიანი
3. დამირ სერფულია
4. მარკო ელეზი
5. გალაქტიონ ლაითაძე
6. მარკო ელაჩა
7. რევაზ ჩომახიძე
8. მიშა ბაღათურია
9. ზუკა რურუა
10. კოტე გეგელაშვილი
11. ტატო ნიკოლეიშვილი
12. მარინო ფრანიჩევიჩი
13. ბექა კაპანაძე
მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი
წყარო: msy.gov.ge
იხილეთ: საქართველო-თურქეთი 8:4 - ბოსფორიდან ბუდაპეშტი უკეთ გამოჩნდება
თქვენი ქართული დავწვი მე...
თქვენი ქართული დავწვი მე... :დ
ბიჭებს კიდევ, წარმატებებს ვუსურვებ!!! UP