საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. 16 ქვეყნის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ მედლებისთვის.

4 ოქტომბერს მათი წილისყრა გაიმართა. საქართველო C ჯგუფში მოხვდა, სადაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იტალიას, რუმინეთსა და გერმანიას დაუპირისპირდება.

A ჯგუფი. ჩერნოგორია, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი.
B ჯგუფი. სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა.
D ჯგუფი. უნგრეთი, საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული