წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო ლიგა თებერვალში განახლდება

AutoSharing Option
წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო ლიგაზე ევროპიდან მხოლოდ 12 გუნდი მონაწილეობს. ისინი სამ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელიც A ჯგუფში ტიტულოვან გუნდებს - უნგრეთს, საბერძნეთსა და რუმინეთს უწევს მეტოქეობას. როგორც გაუწყეთ, ჩვენმა წყალბურთელებმა ორწრიანი ტურნირის პირველი წრის სამივე შეხვედრა დათმეს - ორი სტუმრად (უნგრეთსა და საბერძნეთთან) და ერთიც შინ (რუმინეთთან - 11:13). მესამე ტურის პაექრობა ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონებმა - მადიარებმაც დათმეს სტუმრად ბერძნებთან - 8:12.

სატურნირო მდგომარეობა:

თ მ ფ წ ბ ქ
საბერძნეთი 3 3 0 0 47:21 9
უნგრეთი 3 2 0 1 41:30 6
რუმინეთი 3 1 0 2 24:44 3
საქართველო 3 0 0 3 31:48 0

B ჯგუფშიც ოთხი გუნდი ეცილება ერთმანეთს პირველობაში.

საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო აქ მეორე ტურის შეხვედრა საფრანგეთსა და ჩერნოგორიას შორის 2015 წლის 14 მარტისთვის გადაიდო. მესამე ტურის ორთაბრძოლები კი ასე დასრულდა: ესპანეთი-საფრანგეთი 18:10, ჩერნოგორია-სერბეთი 10:12.

სატურნირო მდგომარეობა:

თ მ ფ წ ბ ქ
სერბეთი 3 3 0 0 37:21 9
ჩერნოგორია 2 1 0 1 21:18 3
ესპანეთი 3 1 0 2 36:34 3
საფრანგეთი 2 0 0 2 19:30 0

С ჯგუფში ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი.

ფავორიტები მაინც იტალიელები და ხორვატები არიან. პირველი წრის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს სწორედ ისინი ინაწილებენ. მესამე ტური: რუსეთი-თურქეთი 13:9, ხორვატია-იტალია 8:9.

სატურნირო მდგომარეობა:
თ მ ფ წ ბ ქ

იტალია 3 3 0 0 39:23 9
ხორვატია 3 2 0 1 46:24 6
რუსეთი 3 1 0 2 33:42 3
თურქეთი 3 0 0 3 19:46 0

საგულისხმოა, რომ მსოფლიო ლიგის მონაწილეებისთვის სამივე ტურის შეხვედრები, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონატის ფინალური რაუნდისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. თორმეტივე ნაკრები გაისად, 10-23 იანვარს ბელგრადში კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს. მსოფლიო ლიგის მე-2 წრის შეხვედრები კი 2015 წლის თებერვალში განახლდება.

IV ტური

16 თებერვალი. საქართველო-უნგრეთი, რუმინეთი-საბერძნეთი, საფრანგეთი-სერბეთი, ესპანეთი-ჩერნოგორია, თურქეთი-ხორვატია, იტალია-რუსეთი.

V ტური
26 აპრილი. საქართველო-საბერძნეთი, რუმინეთი-უნგრეთი, ესპანეთი-სერბეთი, ჩერნოგორია-საფრანგეთი, რუსეთი-ხორვატია, თურქეთი-იტალია.

VI ტური
10 მაისი. რუმინეთი-საქართველო, უნგრეთი-საბერძნეთი, საფრანგეთი-ესპანეთი, სერბეთი-ჩერნოგორია, თურქეთი-რუსეთი, იტალია-ხორვატია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული