მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილებში თბილისელი
ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 48-ე), რომელიც სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან (52-ე) იყო შეამხანაგებული, გუშინ პირველსავე წრეში კანადელ გაბრიელა დაბროვსკისა (35-ე) და ჰოლანდიელ მიხაელა კრაიჩეკთან (89-ე) ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
მატჩი სულ 56 წუთს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაჟთა ერთეულთა ტურნირის პირველსავე წრეში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი.