გორგოძე გრენობლის ტურნირის სტარტზევე დამარცხდა, შაფათავა დღეს იწყებს

AutoSharing Option
ფრანგულ გრენობლში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი). შეჯიბრებაში ძალებს ცდიან საქართველოს ნაკრების წევრები სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც 8-11 თებერვალს ტალინში, ფედერაციის თასზე ავსტრიასა და პოლონეთს დაუპირისპირდებიან.

ამდენად, გრენობლის ტურნირი მათთვის ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.

გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ჩვენებური სტარტზევე დამარცხდა შვეიცარიელ სანდი მარტისთან - 3:6, 4:6.

სოფიო შაფათავა ძირითად ბადეში ითამაშებს. დღეს მისი მეტოქე ასპარეზობის მეოთხე ნომერი ტერეზა შმიტკოვა (ჩეხეთი) იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

წინ მარტი
გადაეღობა
ფრანგულ გრენობლში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი). შეჯიბრებაში ძალებს ცდიან საქართველოს ნაკრების წევრები სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც 8-11 თებერვალს ტალინში ფედერაციის თასზე ავსტრიასა და პოლონეთს დაუპირისპირდებიან. ამდენად, გრენობლის ტურნირი მათთვის ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ჩვენებური სტარტზევე დამარცხდა შვეიცარიელ სანდი მარტისთან - 3:6, 4:6. სოფიო შაფათავა ძირითად ბადეში ითამაშებს. დღეს მისი მეტოქე ასპარეზობის მეოთხე ნომერი ტერეზა შმიტკოვა (ჩეხეთი) იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული