როჯერი და დანარჩენები -ფედერერს ყველაზე მეტი პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიულ ტურში ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა "დიდი სლემის" ტურნირის, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატისა და "მასტერსის" სერიის ტურნირის მოგება. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) გამოაქვეყნა იმ ჩოგბურთელთა სია, რომლებსაც ჯამში ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ამ სერიის ტურნირები.

როგორც გაირკვა, ლიდერი ამ მხრივ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ყოფილა. ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ლეგენდას 48 "დიდი ტიტული" დაუგროვდა, რაც ერთით მეტია სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე.

ამ რაოდენობის მისაღწევად, ფედერერს 206 ტურნირის ჩატარება დასჭირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, ყოველ 4.3 ტურნირზე იგებდა ერთ ტიტულს.

ამ
მხრივ, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს - ყოველი 3.2 ტურნირის შემდეგ იღებს რომელიმე მთავარ პრიზს. შემდეგ მოდის ნადალი - 3.6. საინტერესოა, რომ "დიდი სამეულიდან" მხოლოდ ნადალს არ აქვს მოგებული კარიერაში წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი.

სლემი ATP Finals მასტერსი სულ (საშ)
1. როჯერ ფედერერი 18/69 6/14 24/123 48/206 (4.3)
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი 12/49 5/10 30/94 47/153 (3.2)
3. რაფაელ ნადალი 14/47 0/7 28/98 42/152 (3.6)
4. პიტ სამპრასი 14/52 5/11 11/83 30/146 (4.9)
5. ანდრე აგასი 8/61 1/13 17/90 26/164 (6.3)
6. ენდი მარეი 3/44 1/8 14/92 18/142 (7.9)
7. ბორის ბეკერი 2/26 2/6 5/51 9/83 (9.2)
8. თომას მუსტერი 1/29 0/4 8/53 9/86 (9.6)
9. გუსტავო კუერტენი 3/33 1/3 5/67 9/103 (11.4)
10. ჯიმ კურიე 4/38 0/4 5/71 9/113 (12.6)
11. მაიკლ ჩანგი 1/50 0/6 7/86 8/142 (17.8)
12. მარატ საფინი 2/41 0/3 5/87 7/131 (18.7)
13. ენდი როდიკი 1/46 0/6 5/75 6/127 (21.2)
14. ლეიტონ ჰიუიტი 2/66 2/4 2/75 6/145 (24.2)
15. პატრიკ რაფტერი 2/35 0/2 2/48 4/85 (21.25)

შენიშვნა: ცხრილში დაფიქსირებულია შედეგები 1990 წლიდან დღემდე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ მხოლოდ 1990 წლიდან? წინა წლების სტატისტიკა არ არსებობს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული