რაფაელ ნადალი: მინდა, ერთხელ "რეალის" პრეზიდენტი გავხდე

AutoSharing Option
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ მომავალში ისურვებდა თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის - მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას.

კერძოდ, "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონს უნდა, ერთ დღეს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი გახდეს.

"მინდა, ერთხელ "რეალის" პრეზიდენტი გავხდე. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბს პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც შესანიშნავად ასრულებს თავის მოვალეობებს. მით უმეტეს, არ მგონია, რომ მადრიდის "რეალს" ვჭირდებოდე", - მოჰყავს ესპანელი ჩოგბურთელის სიტყვები გამოცემა "მარკას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული