ნიკოლოზ ბასილაშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვებაა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა "სოფია ოუფენზე" მეორე რაუნდში დაამარცხა ტურნირის პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმი - 6:4, 6:4. მსოფლიოს მე-8 ჩოგნის დამარცხება ჩვენებურმა 78 წუთში მოახერხა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა
- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

24 წლის ქართველმა კარიერაში მეორედ მოახერხა მსოფლიოს მოწინავე ათეულში მყოფი ჩოგბურთელის დამარცხება, შარშან მან ვენაში ტომაშ ბერდიხს სძლია.

მესამე წრეში ჩვენებური მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება.

"ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითამაშე. ამის თქმა განსაკუთრებით მეტოქის მოწოდებებზე შემიძლია. მთელი
მატჩის განმავლობაში არ დამიკარგავს კონცენტრაცია. ახლა კი უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობ.

განსაკუთრებული მოვლენაა, როცა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელს ამარცხებ. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, ჩემს კარიერაში.

ტიმის დამარცხება თვითრწმენას შემმატებს მომავალი მატჩისთვის. ძალიან ძნელი იქნება მარტინ კლიჟანის წინააღმდეგ თამაში, მას აქამდე არასოდეს შევხვედრივარ. ხვალ დავგეგმავ, თუ რა ტაქტიკით ვეთამაშები მას", - განუცხადა ბასილაშვილმა ტურნირის ოფიციალურ საიტს.

23 წლის ტიმმა აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა ძალიან სწრაფი ჩოგბურთი ითამაშა, მან კი მეტოქეს შესაბამისი რიტმი ვერ მოარგო.

"მის მოწოდებებზე შანსი არ მქონია, ეს კი ძალიან მაშფოთებს. მეტოქემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მას ცოტა გაუმართლდა კიდეც", - განაცხადა დამარცხებულმა ფავორიტმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაიხარე ნიკოლოზ, უფალმა სულ წარმატებები მოგცეს. უფრო მეტი სტაბილურობა და დიდი შედეგებიც არ დააგვიანებს.
gizog
10 თებერვალი 2017 12:53
0
ყოჩაღ, სასახელო გამარჯვებაა. წარმატებებს გისურვებთ მთელი საქართველო. აბა შენ იცი, გვასახელე...
zura
10 თებერვალი 2017 10:10
0
ყოჩაღ ნიკოლოზ! გამარჯვებებს გისურვებთ! ძალიან სასიხარულოა თქვენი წარმატება.
ლუკა
10 თებერვალი 2017 00:52
0
იმედია კლიჟანთანაც ჩოგბურთს ითამაშებ და ისე არ მოიქცევი როგორც ბერდიხის მერე რუს-სომეხა ხაჩანოვს აჩუქე მოგებული მატჩი. თორემ მეც და ბევრ ჩოგბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც ვერაფრით დაგვაჯერებ რომ ეს ერთეული გაბრწყინებები უბრალოდ ბუკმეკერების შეკვეთებია და მეტი არაფერი. ნუ აფიქრებინებ ხალხს რომ ბერდიხმა და ტიმმა შეგნებულად წააგეს შეხვედრები და შენ არ მოგიგია. ეჭვი არ შეგეპაროს რომ მცოდნე გულშემატკივარს ვერ გამოაპარებ როდის თამაშობს სპორტსმენი ნაღდ თამაშს. ეს არა მარტო ჩოგბურთს შეეხება.
.........
10 თებერვალი 2017 00:52
0
გილოცავ ნიკა წარმატებები
პაატა
10 თებერვალი 2017 00:37
0
მიდი! წაგების ნუ შეგეშინდება!შენ ყველაფერი წინა გაქვს!
თამაზი
09 თებერვალი 2017 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული