ნიკოლოზ ბასილაშვილი: ის თამაში ვაჩვენე, რომელიც შემიძლია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს, 10 თებერვალს, მარტინ კლიჟანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კლიჟანი "სოფია ოუფენის" 1/4-ფინალში ანგარიშით 0:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ მსოფლიო რეიტინგის მე-13 ჩოგბურთელი , ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ეყოლება.

"წარუმატებელი პირველი სეტი მალე დავივიწყე. მთელი კონცენტრაცია დარჩენილ ორ სეტზე გადავიტანე და ის თამაში ვაჩვენე, რომელიც შემიძლია. არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოვიგე და ეს, მთლიანობაში, გამარჯვების მოპოვებაში დამეხმარა.

ნახევარფინალში დიმიტროვთან რთული მატჩი
მელის. ის ძალიან კარგ ფორმაშია და, თანაც, საკუთარი გულშემატკივრის წინ ითამაშებს", - განაცხადა ბასილაშვილმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ათEული არ ვიცი მაგრამ სტაბულურიბა რომ ქონდეს 30-ულს არ უნდა გასცდებოდა და ეს კვალიფიკაციებზე ზედმეტად ენერგიის ხარჯვასაც აცდებოდა
brola*
18:12 11-02-2017
0
ყველა პირობა და მონაცემი აქვს ათეულისათვის. მხოლოდ სწორი მიდგომა, რომელიც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. აბა შენ იცი ნიკოლოზ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! მთელი ქვეყანა შენთანაა, მარტო არ ხარ!!!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული