ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
13 თებერვალს ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთბაშად 20 საფეხურით დაწინაურდა. ჩვენებური ახლა 714 ქულით მსოფლიოს 67-ე ჩოგანია.

ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ჩოგბურთელ ვაჟთა დიდი საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა და რეიტინგში წინსვლა სწორედ ამან განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალში ბასილაშვილმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4, 1/4-ფინალში კი მსოფლიოს რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფ მარტინ კლიჟანს - 0:6, 6:3, 6:3. ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვთან ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 3:6.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა
მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა

- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]
- ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
- ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი ATP-ის მე-13 ნომერთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ნიკოლოზ! პროგრესი არის და ეს შრომას და საქმისადმი სწორ მიდგომას მოაქვს. თუმცა, ფიზიკურად უფრო მეტი დატვირთვებისვის შეგუება დაგჭირდება.
ლუკა
18:36 13-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული