და ამ თვისებებმა დაღუპეს კიდეც ეს ბიჭი, ამასთან, ყველაფერი მეტად სამარცხვინოდ მოხდა - სექსუალური ძალადობისგან დამახინჯებული მისი სხეული ციხეში ჩამოხრჩობილი იპოვნეს. მაგრამ გულდი მხოლოდ ვისკით და სიხარბით არ ყოფილა სახელგანთქმული - ის ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი იყო, ვისაც "დიადი" უწოდეს.
გულდისთვის სპორტი არ ყოფილა სიღარიბის დაძლევის გზა. ის ბარონის ვაჟი იყო და გაუმართლა - მდიდარ ოჯახში დაიბადა:
გულდი მონდომებით იქნევდა მუშტებს დღეში რამდენიმე საათი და იოლად აწვენდა რინგზე ირლანდიელი მუშების ოჯახებიდან გამოსულ ბიჭებს. უბრალო ხალხს არ მოსწონდა პატარა მდიდარის აშკარა უპირატესობა, ამიტომაც ქუჩაში ჩაუსაფრდნენ. გულდმა მოიგერია ხულიგნები, თან ხელი ოდნავ დაიზიანა. ეს მცირე ტრავმა ძვირად დაუჯდა მომდევნო ვარჯიშზე - მოტეხილობა მიიღო.
მაჯას მკურნალობდნენ ყველაზე არისტოკრატული მეთოდით - ჩოგბურთით. ბიჭს ჩოგნის მიმართ განსაკუთრებული აღფრთოვანება არ ეტყობოდა, მაგრამ საქმეში ჩაერთვნენ მწვრთნელი და მშობლები, რადგან ვერ ტომასს, მოულოდნელად, ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. ფულითა და კავშირების წყალობით, გულდი მოხვდა ირლანდიის იუნიორთა ჩემპიონატზე, სადაც უპრობლემოდ მოიგო პირველი ადგილი. ამ მომენტიდან, მისი ცხოვრება სამუდამოდ კორტისკენ შებრუნდა.
1878 წელს, ვერმა მოიგო "დიდებში" ირლანდიის ჩემპიონატი და ისტორიაში რიგით მესამე უიმბლდონზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მშობლების სახლისგან გათავისუფლებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა აღმოაჩინა - ოჯახური ფულისა და მოულოდნელად მოსული პოპულარობის კომბინაციას იოლად მოჰყავს ლამაზი გოგონები და საშუალებას გაძლევს - დატკბე ცხოვრების ყველა სიამოვნებით.
მთავარი საჩოგბურთო ტურნირისთვის გულდი შესამჩნევად იყო გაფუჭებული მორალურად, მაგრამ ჯერ ოსტატობა გაფლანგული არ ჰქონდა. საბოლოოდ, მსოფლიო ბომონდი თვალს ადევნებდა კორტზე ირლანდიელის მაღალი დონის თამაშს და სამარცხვინო ქცევას. ასე მიაღწია მან გადამწყვეტ მატჩამდე, მაგრამ იქ განადგურდა ჯონ ჰარტლისთან - 2:6, 4:6, 2:6.
ჩელტენემში კიდევ ერთი პრესტიჟული ტურნირის ფინალი ხუთ სეტამდე გაიწელა. პირველი ორი სეტი მაშინდელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა - ინგლისელმა უილიამ რენშოუმ მოიგო (6:4, 6:3). ამასთან, გულდი ყველანაირად ცდილობდა მეტოქის პროვოცირებას, შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდა და შეგნებულად უმიზნებდა ბურთს ბოლბოებსა და მეტოქეს.
"ადრე მსგავსი არაფერი მენახა. ჩემს წინააღმდეგ თამაშობდა გაშმაგებული ველური ირლანდიელი. გასაკვირი არ არის, რომ საათნახევრის შემდეგ, ნერვებს ვეღარ ვუმკლავდებოდი და ბევრი უნებლიე შეცდომა დავუშვი", - იხსენებდა ამ უცნაურ მატჩს რენშოუ. ვერ ტომასმა ყველანაირი ბინძური ხერხით მოიგო მომდევნო ორი სეტი - 6:5, 6:5. ბოლო პარტიაში გულდი 4:1-ს უგებდა უილიამს, მაგრამ მოდუნდა, ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და დათმო თითქმის მოგებული მატჩი.
შეცდომების გამოსწორებასა და საპრიზო ფულის გაფლანგვას შორის, "ოქროს ბიჭმა" მეორე ვარიანტი აირჩია. ის ევროპაში მოგზაურობდა, ყველგან ხელგაშლილ და უდარდელ ცხოვრებას მისდევდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში.
მალე მისი კარიერა საბოლოოდ ჩაიძირა ალკოჰოლისა და ოპიუმის მორევში - ვერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო, რადგან ძალიან იყო დამოკიდებული მავნე თვისებებზე. სიტუაცია გადაარჩინა ფრანგმა ქალმა, სახელად მარი ჟარდენმა, რომელიც ყოფილი საჩოგბურთო ვარსკვლავის პირველი და ერთადერთი სიყვარული გახდა.
1891 წელს, ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ლივერპულში გადავიდნენ, რათა ბიზნესში ეცადათ საკუთარი თავი - გოგონამ მამისგან მემკვიდრეობით რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკა და სამრეცხაო მიიღო. საუკუნეების მიჯნაზე საქმე წამგებიანი გახდა და წყვილი კანადაში გადავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ოკეანის გაღმა მგზავრობა გაქცევა იყო ვალებისგან და ვერ გულდის არაკეთილისმსურველებისგან.
არშემდგარმა ბიზნესმენებმა ჩრდილოეთ ამერიკაში თითქმის ხუთი წელი გაატარეს და შეიმუშავეს გიჟური და საბედისწერო იდეა - დაეპყროთ მონტე კარლო. 1907 წლის ზაფხულში, მარი ჟარდენმა დაარწმუნა მეუღლე, რომ მზად ჰქონდა "რულეტკაზე" თამაშისთვის საჭირო წაუგებელი ფორმულა. რა თქმა უნდა, ქალი ცდებოდა.
მონაკოში პირველი თვეები მომგებიანი აღმოჩნდა. ოჯახს იღბალი სდევდა თან და ვალების ნაწილიც კი გაისტუმრა. მაგრამ თანდათან, უპირატესობა კაზინოს მხარეს გადავიდა - ვერ ტომასისა და მარის საფულე მალე დაცარიელდა. ფსკერზე დასულებმა, ადგილობრივ მდიდარს ემა ლავინს მიმართეს, რომელიც ფუფუნებით ცხოვრობდა მის მიერვე გაცემული კრედიტების პროცენტებით. ქალბატონმა ლევინმა სიამოვნებით ასესხა გულდს ათასი დოლარი და გარკვეული ძვირფასეულობა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ ამით საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერდა ხელს.
ემა კარგად შემოწმებული სქემით მუშაობდა. როგორც კი წყვილმა ნასესხები ფულიც წააგო, ქალი მათთან ჩაიზე სტუმრად მივიდა და მიანიშნა მასპინძლებს, რომ მომდევნო ჯერზე, მათთან სასაუბროდ მივიდოდნენ მისი დაკუნთული მეგობრები. ლევინს ეჭვი არ აუღია იმაზე, რომ ჭიქაში დასაძინებელი წამალი ჩაუყარეს.
ნახევარი საათის შემდეგ, მძინარე ლევინის სხეულის დანაწევრებაში ორივე მეუღლე მონაწილეობდა - ნაჩუქარი ინდური ხანჯალითა და ყასაბის დანით. მონაკოში დარჩენა არ შეიძლებოდა, ამიტომაც, ვერმა და მარიმ დანაწევრებული სხეული ჩემოდნებში გაანაწილეს და ინგლისის მიმართულებით მიმავალ მატარებელში ჩასხდნენ.
დამნაშავეებმა სამხილები მარსელის გარეუბნის სადგურზე ტუალეტში გადაყარეს. ყველაფერი ეზოს ძაღლის გაშმაგებულმა ყეფამ გააფუჭა, რომელმაც სისხლი იყნოსა.
როცა მატარებელი მარსელის ცენტრალურ სადგურზე გაჩერდა, გულდსა და ჟარდენს უკვე პოლიცია ელოდა. სასტიკი მკვლელობის შესახებ მთელმა ევროპამ შეიტყო. ხალხი მონტე კარლოს ეშმაკისეულ არსებობაზე ალაპარაკდა, მონაკოს კაზინო კი დახურვის პირას მივიდა. მაგრამ, ყველაფერი დამნაშავეების დასჯით შემოიფარგლა. ვერ ტომასმა ბრალი თავის თავზე აიღო და ის აშშ-ის სანაპიროზე კუნძულის ჯოჯოხეთურ ციხეში გადაიყვანეს, რომელსაც "ეშმაკის ბუდე" ერქვა. მის მეუღლეს კი მონპელიეს კოლონია ელოდა.
ორი წლის შემდეგ, "ოქროს ბიჭმა" თავი ჩამოიხრჩო ნარკოტიკული მოთხოვნილებისა და სექსუალური შეურაცხყოფების გამო. მარი ჟარდენი სამი წლის განმავლობაში უფრო კომფორტულ პირობებში იყო.
ამ პერიოდში მან მემუარები დაწერა, რომლის მიხედვითაც დადგეს პიესა - "მიყვარს ყველაფერი". დადგმას წარმატება ჰქონდა - ბრიტანული ბოჰემა გულწრფელად განიმსჭვალა შეშლილის ჩოგბურთელის ბედით, რომელიც წარმოდგენას მართავდა მესამე უიმბლდონის ფინალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"