რომელ ადგილზე იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში

AutoSharing Option
20 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბასილაშვილმა, როგორც ტურნირის ფინალისტმა, 60 ათას დოლართან ერთად სარეიტინგო 150 ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 864 ქულა აქვს და ხვალ, 21 თებერვალს, ATP-ს განახლებულ რეიტინგში ის 52-ე ადგილზე იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 67-ე იყო.

ხვალვე ფლორიდაში Delray Beach-ის ტურნირი იწყება, სადაც ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. გერმანელი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში
1024-ე ადგილზეა. ბასილაშვილი და ჰაასი ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრილან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ თითონ უფრო წააგო ვიდრე ჰარისონმა მოუგო ზაან ბევრი შეცდომა დაუშვა
emigranti
13:38 20-02-2017
0
კვირის პალიტრაში ინტერვიუა ნიკასთან,ბულგარეთში ტიმს რომ მოვუგე ოერი ღამე ვეღარ დავიძინე და ასე უძილომ ვითამაშე მომდევნო ოერი შეხვედრაო.დიაგნოზიც სწორედ ეს არის.ნიკა შეჩვეულიარ არის მაღალ დონეზე გამოსვლას და ნერვიულობს,აქედანაა მისი არასტაბილურობაც.ამიტომ წააგო ფინალი რომ თვითონ არ იყო მზად გამარჯვებისათვის ფსიქოლოგიურად.ეგ არაფერი,გამოცდილება ცხოვრებას მოაქვს,მან უკვე ფინალის გამოცდილებაც მიიღო და ახლა წინ ტიტულია,წაგებულმა ფინალმა კი გვაჩვენა,რომ ის ნიკამ წააგო და არა მეტოქემ გაიმარჯვა.როგორც კი ამ შინაგან ბარიერს გადალახავს,ნიკას შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდება.
ასე განაგრძე ნიკა,დაივიწყე დამარცხება ითამაშე შენი თამაში.წარმატებები.არ დაივიწყო,წლის ბოლოს ოცეულში გელით.
სოსო
13:35 20-02-2017
0

სიახლეები პოპულარული