ამერიკულ დელრეი ბიჩში წარმატებით აიღო სტარტი მსოფლიოს 53-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
I წრეში ჩვენებური 38 წლის გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის გამო, რეიტინგში ათასეულს მიღმაა, თუმცა აღიარებული ვარსკვლავია, ერთ დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და 15 ტურნირი აქვს მოგებული ATP-ის ეგიდით. ნიკამ თითქმის ორ-საათნახევრიანი ორთაბრძოლა 6:7 (4:7), 7:6 (10:8), 6:2 მოიგო.
ახლა ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი სტივ დარსია (57), რომელმაც საკვალიფიკაციო ბადიდან გამოაღწია და პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ბერნარდ ტომიჩს (ავსტრალია) აჯობა - 3:6, 6:1, 6:4.
ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]" />
05:48 22-02-2017
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ბასილაშვილმა ამით 20 სარეიტინგო ქულა დაიბევა, რომელსაც 45-მდე გაზრდის თუ დარსისაც აჯობებს. დელრეი ბიჩის ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 535 ათასი ამერიკული დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
იმედია კიდევ ბევრჯერ , უფრო დიდ წარმატებებს ვიხილავთ ბასილაშვილის შესრულებით!!!!!!! მეტრეველის შემდეგ ასეთი ლიდერი არ ჰყოლია ქართულ ჩოგბურთს!!!!!!!!!!!!!!!
0
0
ვულოცავ ნიკას გამარჯვებას!!! ძალიან ძნელია ჩოგბურთის ელიტაში შეღწევა, მაგრამ ნიკამ კარები უკვე შეაღო!!! მთავარია, რომ ფიზიკური და ფსიქიური მდგომარება ჰქონდეს ჰარმონიაში და ერთი შეხედვთ ეს ასეც არის!!!! წარმატებები ნიკოლოზს!!!
0
0
გაიხარე ნიკა, ეხლა უკვე დავიწყებ ჩოგბურთში გათვითცნობიერებას, რაკი ქართველი გამოჩნდა ელიტაში.
0
0
ყოჩაღ მარა ძალიან ნუ გააბუქებთ, ათასეულს მიღმა მყოფ ჩოგანის დამარცხებით. რამოდენიმე წლის წინ ბებიაჩემიც იდგა ფეხზე.
0
0
ამ ბიჭს არც სათანადო ყურადღება არ ექცევა და როგორც ვიცი მწვრთნელიც კი არ ჰყავს. მოკლედ მარტოხელა მგელია ნიკოლოზი!
0
0
იმედია კიდევ ბევრჯერ , უფრო დიდ წარმატებებს ვიხილავთ ბასილაშვილის შესრულებით!!!!!!! მეტრეველის შემდეგ ასეთი ლიდერი არ ჰყოლია ქართულ ჩოგბურთს!!!!!!!!!!!!!!!
0
0
წარმტებებს გისურვებ ჩემ კარგო
0
0
მართალია ჰაასმა მეორე სეტის ტაიბრეიკის დროს ტრამვა მიიღო,თუმცა ეს ნიკას გამარჯვებას არაფრით რ აკნინებს.მიხარია და წარმატებებს ვუსურვებ.
0
0
ყოჩაღ ნიკოლოზ! ასეთი გამოცდილი ჩოგბურთელის დამარცხება ადვილი არ არის. შეჯიბრებიდან შეჯიბრებანდე ასწორებ შეცდომებს და აუმჯობესებ თამაშის ხარისხს. საკუთარ არსენალს მრავალფეროვანს ხდი, მოწინააღმდეგეს თამაშის მიმდინარეობის დროს თავაზობ ახალ ტაქტიკურ სვლებს. აშკარა არის თქვენი პროგრესი. სწორი მიდგომით და დატვირთული გრაფიკით ეს პროგრესი კიდევ გაგრძელდება, დაიხვეწება თქვენი თამაში. მთავარი არის იდეალური ფიზიკური კონდიციები და აღდგენითი მეთოდიკა, რადგან ზედიზედ შეჯიბრებებში მონაწილეობა - სოფიაში ნახევარ-ფინალი, მემფისში ფინალი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალებს. იმედია კარგი სამრწვთნელო შტაბი გყავთ და სათანადო თანადგომა გაქვთ. ასევე სწორი მომზადება თითოეული თამაშის წინ, სათანადო ცოდნა მოწინააღმდეგის და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. რაიან ჰარისონთან დამარცხების დროს კარგად გამოჩნდა რომ ჰარისონს თამაშის უკეთესი გეგმა ქონდა შერჩეული და არ გადაუხვევია ამ გეგმიდან. გისურვებთ პროგრესს და დახვეწას, გამარჯვებები არ დააყოვნებს.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული